კომპანიის შესახებ


ბრენდი Profbeauty საქართველოში პირველად 2010 წელს გამოჩნდა და უკვე 10 წელზე მეტია, რაც მომხმარებელბს საშუალებას აძლევს, სწრაფად და მარტივად შეიძინოს 40-მდე ბრენდის 8000-ზე მეტი პრემიუმ ხარისხის პროდუქტი. კომპანია წლიდან წლამდე ვითარდება და ქართველი და არა მხოლოდ ქართველი მომხარებლისთვის, შესაძლებელს ხდის ექსკლუზიურად გაეცნოს მსოფლიოს წამყვან ბრენდებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პარტნიორობის ფარგლებში Profbeauty ხელს უწყობს სილამაზის ინდუსტრიაში დასაქმებულ მოტივირებულ თანამშრომლებს და მათ ეხმარება კარიერულ განვითარებაში, სხვადასხვა ტრენინგებსა და გადამზადებში ჩართულობით. ამით კი,  მნიშნელოვანი წვლილი შეაქვს სილამაზის ინდუსტრიის განვითარებაში.

დაარსების პირველ ეტაპზე კომპანიის საქმიანობა მოიცავდა ათობით ობიექტთან თანამშრომლობას, თუმცა დღესდღეობით ის საქართველოს მასშტაბით პროდუქციას აწვდის 1300-ზე მეტ სალონს, კლინიკას, მაღაზიასა და სააფთიაქო ქსელს.

მომხარებელზე ორიენტირებული მიდგომის გამო, Profbeauty-ის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება, რამაც კომპანიას უბიძგა 2019 წლიდან აქტიურად განევითარებინა საქართველოში პოპულარული ყველა ინტერნეტ პლათფორა. იგი მუდმივად ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე გამოწვევებს და ქმნის ხარისხიან და მოთხოვნად კონტენტს, რაც მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაციის შეასძლებლობას ქმნის.

 

Profbeauty-ის ყველა ბრენდი იხილეთ ლინკზე: PROFBEAUTY.GE