2023 წლის ევროვიზიის სპეციალური გამოშვების კომპლექტი
Moroccanoil-მა, საყოველთაო აღტაცება გამოიწვია Moroccanoil Treatment-თა და არგანის ზეთით. ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან პარტნიორობით, ჩვენ ვზეიმობთ არტისტულობასა და ინვიდუალურობას.
გაბედე იყო შენ, გაბედე იყო ნამდვილი...
Be an Original.
Moroccanoil-ის კომპლექტი ‘Be an Original’ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილე თითოეული ქვეყნის უნიკალურ სულისკვეთებას ზეიმობს. 2023 წელს ევროვიზია ლივერპულში, დიდ ბრიტანეთში გაიმართება. ამ მოვლენის აღსანიშნავად, ყველა მონაწილე ქვეყნისთვის შევქმენით სპეციალურად განკუთვნილი ყუთი, რომელიც გაფორმებულია შესაბამისი ქვეყნის დროშითა და მხარდასაჭერი გზავნილით.
უგულშემატკივრეთ თქვენს ქვეყანას სპეციალური კომპლექტის დახმარებით!
ახალ ნაკრებში დაგხვდებათ როგორც მთლიანი ზომის (100 ml), ისე სამოგზაურო ზომის(25 ml) Moroccanoil Treatment. ხელმისაწვდომია „ყველა ტიპის“ და „თხელი, ქერა“ თმის ვერსიები.
ჩვენი ლიმიტირებული ნაკრების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ: www.eurovision.moroccanoil.com/be-an-original/
MOROCCANOIL TREATMENT
#1 თმის მოვლის ზეთი შეერთებულ შტატებში*
მაკიაჟში ტონალური კრემი ქმნის მთავარ საფუძველს უნაკლო ლუქისთვის. იმ დროს, როცა თმის მოვლის სფეროში მსგავსი პროდუქტი არ არსებობდა, Moroccanoil-მა გადაწყვიტა, ეს სიცარიელე შეევსო ახალი საშუალებით, რომელიც მოამზადებდა სუფთა, სრულფასოვან ტილოს ნებისმიერი ვარცხნილობისთვის და რევოლუციას მოახდენდა სილამაზის ინდუსტრიაში. ჩვენი საფირმო პროდუქტი, Moroccanoil Treatment, არის იდეალური საშუალება თმის მოვლისთვის. მის უმაღლესად შეფასებულ, სრულად ავთენტურ შემადგენლობას CNN-ის წამყვანმა, ერინ ბურნეტმა, “მსოფლიოში მეორე ყველაზე ღირებული, საიდუმლო ფორმულა“ უწოდა.
როგორც ვარცხნილობის, ისე თმის გაუმჯობესების კუთხით არსებული სასარგებლო თვისებებით სავსე Moroccanoil Treatment არის პირველი ნაბიჯი სალონური პროცედურების დროს. პროდუქტი თმას ანიჭებს ხანგრძლივ სიგლუვეს, ხდის მას ადვილად დასამორჩილებელს და ამცირებს თმის ფენით გაშრობის პერიოდს.
იბრწყინე ვარსკვლავივით
Moroccanoil Treatment-ის მხოლოდ ერთი დადება თმის ბზინვარებას 118%-ით აუმჯობესებს.**
MOROCCANOIL-ის შესახებ: Moroccanoil-ის ბრენდი, შთაგონებული ხმელთაშუაზღვისპირეთიდან, განთქმულია თავისი განუმეორებელი საფირმო სურნელით, რომელიც შეგრძნებებში მონაცვლე ეგზოტიკური გამოცდილების მიღების საშუალებას იძლევა. ჩვენი პირველი პროდუქტი - Moroccanoil Treatment, გახდა პიონერი ზეთით დამზადებული თმის მოვლის საშუალებებში და გამოიწვია საყოველთაო აღფრთოვანება არგანის ზეთის ირგვლივ. ბრენდის ცენტრში არის სტილისტთა საზოგადოება, რომელიც მუდმივად გვაძლევს შთაგონებას ეფექტური და ადვილად გამოსაყენებელი პროდუქტების შესაქმნელად. და დღესაც, ჩვენი მიზანი უცვლელი რჩება: გავაგრძელოთ ინოვაციების დანერგვა სილამაზის ინდუსტრიაში და, პარალელურად, არ შევწყვიტოთ ჩვენი პლატფორმის გამოყენება საკეთილდღეო ცვლილებებისთვის.
Moroccanoil-ის თმისა და სხეულის მოვლის პროდუქტები ხელმისაწვდომია მსოფლიოს მასშტაბით, 70-ზე მეტ ქვეყანაში.
Moroccanoil-ის თმისა და სხეულის მოვლის პროდუქტები ხელმისაწვდომია არაერთ სალონში, საცალო მაღაზიაში, სპასა და ონლაინ სივრცეში. ყოველდღიური ინსპირაციისთვის გვეწვიეთ Moroccanoil.com-ზე და გამოგვყევით ინსტაგრამზე @Moroccanoileu, გამოიწერეთ ჩვენი სილამაზის ტუტორიალები YouTube-ზე და გვიპოვეთ Facebook გვერდზე!
Moroccanoil-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში www.profbeauty.ge !
კომენტარეები ვერ მოიძებნა
მიმიხილვის დაწერა