ვარჯიშის შემდეგ ან თუნდაც მოულოდნელი ზუმის მითინგისთვის თმის ფორმაში მოსაყვანად მშრალი შამპუნი გადამრჩენელად გვევლინება. მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენად ხშირად იყენებთ მას, თქვენ აუცილებლად გექნებათ შეკითხვები მის სწორად მოხმარებასთან დაკავშირებით და გვინდა გითხრათ, რომ თქვენს კითხვებზე საკმაოდ კომპეტენტური პასუხები გვაქვს და გიამბობთ თუ როგორ უნდა გამოიყენოთ მშრალი შამპუნი უფრო სწორად და ხარისხიანად.
როგორ მუშაობს მშრალი შამპუნი?
მშრალი შამპუნი იწოვს ზედმეტ ცხიმს, სუნს და ეხმარება თმას მიიღოს ახლად დაბანილის ეფექტი. მათი უმრავლესობა შეიცავს სახამებელზე დაფუძნებულ ნივთერებებს, რომელიც შეიწოვს ცუდ ნივთიერებებს და მატებს მას სასიამოვნო და სუფთა სურნელს.
ვიყენებ თუ არა მშრალ შამპუნს სწორად ?
მშრალი შამპუნის გამოყენება მეტად მარტივი ჩანს შორიდან. უბრალოთ ვათავსებთ პროდუქტს ჩვენს თმაზე , სწრაფად გადავინაწილებთ და მზად ვართ სახლიდან გასასვლელად, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ყველაზე მართებული მშრალი შამპუნის გამოყენების პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს :
• ყოველთვის გამოიყენეთ მშრალ თმაზე. თუ თქვენი თმა არის სველი ვარჯიშის შემდეგ, მაშინ შეგიძლიათ თმა ფენით შეიშროთ რამდენიმე წუთის განმავლობაში
• გამოყენებამდე აუცილებლად შეანჯღრიეთ სპრეი პროდუქტი
• დაიჭირეთ სპრეი თავიდან დაახლოებით 15-20 სანტიმეტრის მანძილზე
• პროდუქტი არ დაიტანოთ მთელ თმაზე. გამოიყენეთ ის მხოლოდ თმის ძირებში და ისეთ ადგილებში, სადაც ყველაზე მეტი ცხიმი გროვდება
• დაელოდეთ 1-2 წუთის განმავლობაში რათა კარგად შეიწოვოს პროდუქტი
• დარწმუნდით , რომ ზუსტად იმ ტექნიკით იმასაჟებთ თმას, როგორც ჩვეულებრივი შამპუნის გამოყენებისას, შხაპის მიღბის დროს. ეს კი უზრუნველყოფს ყველა არასასურველი ნარჩენის აღმოფხვრას და თმას მოცულობას ანიჭებს
• და ბოლოს დაივარცხნეთ თმა კარგად
კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა?
ძალიან ბევრი მშრალი შამპუნის გამოყენება. ჭარბი რაოდენობით, მას შეუძლია დატოვოს თქვენი თმა დახშობილი, დამძიმებული ან უსიამოვნო ტექსტურით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსხვავდება თმის ტიპის მიხედვით, ზოგადად უკეთესია დაიწყოთ იმაზე ნაკლებით, ვიდრე ფიქრობთ, რომ გჭირდებათ. ყოველივე ამის შემდეგ, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაამატოთ მეტი.
რა სიხშირით შემიძლია გამოვიყენო მშრალი შამპუნი ?
მიუხედავად იმისა, რომ ის განსხვავდება თმის ტიპისა და გამოყენების სტილის მიხედვით, უკეთესი იქნება , რომ არ გამოიყენოთ მშრალი შამპუნი ზედიზედ ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მშრალი შამპუნი ვერ ჩაანაცვლებს ჩვეულებრივ შამპუნს. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ერთი და იგივე ეფექტი ვიზუალური თვალსაზრისით, ისინი განსხვავებულად მუშაობენ. იმისათვის, რომ თმიდან სამუდამოდ მოიცილოთ ჭუჭყი უნდა გამოიყენოთ საშხაპე შამპუნი. ეს თქვენს თმას და სკალპს აძლევს განსხვავებულ სისუფთავეს, რაც მას სჭირდებას იმისათვის, რომ გამოიყურებოდეს და იგრძნობოდეს ყველაზე ჯანსაღად. თუ თქვენ ებრძვით ზედმეტ ცხიმიანობას და შედეგად გახდებით მშრალი შამპუნზე დამოკიდებული, სცადეთ Moroccaoil-ის სკალპის მოვლის პროდუქტები.იგი შექმნილია ცხიმიანი სკალპის გასაწმენდად, გამოსაცოცხლებლად და ბალანსის აღსადგენად.
სხვა რა დადებითი თვისებები აქვს მშრალ შამპუნს ?
დასაწყისისთვის, ის გეხმარებათ ნაკლებად დაეყრდნოთ ჩვეულებრივ შამპუნს. მიუხედავად იმისა, რომ არ არის რეკომენდირებული მშრალი შამპუნის ხშირი გამოყენება, არც ხშირი დაბანა არგებს ჩვენს თმას.ძალიან ბევრმა შამპუნმა შეიძლება ჩამოაშოროს თმას ბუნებრივი ზეთები, რომელიც მას სირბილეს, სიჯანსაღესა და სიგლუვეს უნარჩუნებს.
არსებობს სხვადასხვა ტიპის მშრალი შამპუნები თმის ფერის მიხედვით. ღია ფერის მშრალი შამპუნი ფორმულირებულია დახვეწილი პიგმენტებით, რაც ხელს უწყობს სიპრიალის დაბალანსებას ღია ფერის თმაზე, ხოლო მშრალი შამპუნი მუქი ტონები არ ტოვებს მოსაწყენ ნარჩენებს შავგვრემან თმაზე. ორივეს შედგება არგანის ზეთით გაჟღენთილი, ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფორმულებისგან , რაც აძლევს თმას დახვეწილ ბზინვარებას , ჯანსაღ იერს და შეგრძნებას.
კომენტარეები ვერ მოიძებნა
მიმიხილვის დაწერა