საუკეთესო საკვები ჯანსაღი თმისთვის

02/22/2022

ყველასთვის ცნობილია თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი თმის ტიპისთის შესაბამისი პროდუქტის გამოყენება.ფაქტია რომ, თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს ჯანსაღი და ხარისხიანი თმა, აუცილებლად უნდა მივირთვათ შესაბამისი, მაღალი ხარისხის პროდუქცია. მაგრამ იცოდით თუ არა, რომ ამ ყველაფერთან ერთად საკვები, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ, დიდ გავლენას ახდენს თმის სიჯანსაღეზე? 

როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, შემდეგი გამოთქმა ,, ადამიანი  არის ის  რითიც იკვებება“, მეტწილად მართებულია. ოდნავ უფრო მეტი მეცნიერული თალსაზრისით, ჩვენი ორგანიზმი იღებს ნუტრიენტების საკვებს საკვებიდან და მისი გამოყენებით ქმნის ახალ ქსოვილებს. შესაბამისად, თუ გვინდა რომ გვქონდეს ჯანმრთელი თმა, უნდა დავიცვათ ჯანსაღი დიეტა. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეოროთ, რომ ლამაზი თმა მხოლოდ ჯანმრთელი თმაა.

საბედნიეროდ, იმ  ,,სუპერსაკვების’’ უმრავლესობას, რომლებიც ზოგადად სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის, ასევე სარგებელი მოაქვს ჩვენს თმისთვისაც. აქ კი გაგაცნობთ რამდენიმე ტოპ პროდუქტს, რომელიც აუცილებლად უნდა შეიტანოთ თქვენს რაციონში ჯანმრთელი თმისთვის.



კენკროვანი ხილი, განსაკუთრებით კი ჟოლო, მარწყვი და მოცვი ლიდერობენ ანტიოქსიდანტური მოქმედების მქონეთა სიაში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების აგროკულუტურის დეპარტამენტმა შეადგინა და მასში 40-ზე მეტი  ყველაზე გავრცელებული ხილი და ბოსტნეული შეიტანა. ანტიოქსიდანტები, რომლებიც მოცვში მრავლად გახლავთ, გვიცავენ ნაადრევი  დაბერებისაგან, სწორედ ამიტომ ყოველდღე დაამატეთ მისი მცირე პორცია თქვენს იოგურტს ან მარცვლეულს.

ტროპიკული ხილი როგორებიცაა, მანგო და პაპაია მდიდარია C,A და E ვიტამინებით. ეს ძლიერი ანტიოქსიდანტები იცავენ ჩვენს უჯრედებს და ამასთან ერთად, აქვთ მრავალი დადებითი თვისება. 

მუქი,ფოთლოვანი მცენარეები მაგალითად ბროკოლი,ისპანახი და ჭარხალი. მუქი,ფოთლოვანი მცენარეები სავსეა A და C ვიტამინებით. ჩვენი ორგანიზმი ამ საკვებს იყენებს ცხიმის წარმოსაქმნელად , რომლის სეკრეცია თავის სკალპზე ხდება და ერთგვარი კონდიციონერის როლს ასრულებს. ისინი აგრეთვე შეიცავენ რკინასა და კალცს. ჩაანაცვლეთ თქვენი სალათის ფოთოლი ისპანახითა და ბროკოლით მეტი სიჯანსაღისთვის.

პროდუქტები მეტი სიჯანსაღისთვის: milk_shake Leave -in კონდიციონერიდამატენიანებელი შამპუნ-კონდიციონერი მშრალი თმისთვისმკვებავი შამპუნი

 

პროტეინები უფრო ძლიერი თმისთვის

რძის პროდუქტები, რომლებიცაა რძე, იორგურტი და ყველი, გაჯერებულია კალციუმითა და პროტეინებით. შეარჩიეთ ნაკლებცხიმიანი ან უცხიმო პროდუქცია და ჯანსაღ თმასთან ერთად  ვიწრო წელსაც მიიღებთ. შეურიეთ ის თქვენს ხილს ან გრანოლას და ჯანსაღი საუზმის ან სნექის სახით მიირთვით.

კვერცხიც საკვების იმ კატეგორიაში შედის, რომლებიც პროტეინით მდიდარია. ის სავსეა 4 ძირითადი მინერალით რომლებიცაა: თუთია,სელენი,გოგირდი და რკინა. რკინა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან ის ეხმარება უჯრედებს ჟანგბადის თმის ფოლეკულებამდე მიტანაში. რკინის ნაკლებობა კი თმის ცვენის  ყველაზე დიდი გამომწვევი მიზეზია, განსაკუთრებით ქალბატონებში.

ორაგული თუ ის ფერმაში არ არის გაზრდილი,სავსეა პროტეინებით, რომელიც თმის ძირითადი კომპონენტია. ცხიმიანი თევზი როგორიცაა ორაგული, შეიცავს ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავას, რომელიც პრევენციას უწევს მშრალ სკალპს და ასევე შედგება სასარგებლო  B-12 ვიტამინისა და რკინისგან. ორაგულის ჩვენს დიეტაში დამატება სირთულეს არ წარმოადგენს. იგი შიძლება მიირთვათ გრილზე შემწვარი, გამომცხვარი, პასტასთან ან თუნდაც სუშისა თუ სალათში.

შინაური ფრინველის ხორცი არისშეუცვლელი, როდესაც საქმე პროტეინს, თუთიას, რკინასა თუ B ვიტამინს ეხება, რომლებიც გვეხმარება კუტიკულის იდეალურად კარგად შენარჩუნებაში. რადგან თმა თითქმის სულ პროტეინისგან შედგება, საკვები რომელიც მდიდარია პროტეინით გაძლევთ სამშენებლო ბლოკებს თმისთვის.

პროდუქტები მეტი სიჯანსაღისთვის:  Milkshake რძეფერის შემანარჩუნებელი კონდიციონერიფერის შემანარჩუნებელი შამპუნი

ზეთები და ცხიმები ბზინვარე თმისთვის რა თქმა უნდა, არავის სურს გამომშრალი, უსიცოცხლო თმა. მაგრამ თუ თქვენი დიეტა არ შეიცავს ცხიმების მცირე რაოდენობას, მაშინ დიდი შანსია ეს შედეგი მიიღოთ.ზეითუნის ზეთი შეიცავს E  ვიტამინს, რომელიც არაერთ ბენეფიტს იძლევა, ასე რომ გამოიყენეთ ის, როგორც საკვების შესაწვავად ასევე სალათებში. დაახლოებით 1 ჩაის კოვზი ყოველდღიურად  ნამდვილად მოახდენს სასწაულს.

თხილეულის კარაქები, როგორებიცაა ნუშის და ქოქოსის კარაქი, უზრუნველყოფენ დატენიანებას და აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს აწვდიან ორგანიზმს. გემრიელი და გამაჯანსაღებელი- სწორედ ამიტომ შედიან ისინი ამ დიდი ჯანმრთელი და სასარგებლო პროდუქტების სიაში.

მზესუმზირის ზეთი იდენტურია თხილეულის კარაქების, თუმცა ნაკლებად ცხიმიანი. მზესუმზირის ზეთი უზრუნველყოფს აუცილებელ ცხიმოვან მჟავებსა და ანტიოქსიდანტებს.

პროდუქტები მეტი სიჯანსაღისთვის: არგანის შამპუნი

დაიტენიანეთ თმა

წყალი, დიახ მართალია,ჩვეულებრივი წყალი. მიუხედავად იმისა, რომ ტიპიური რეკომენდაციაა 2 ლიტრი დღეში, უფრო ზუსტი გაანგარიშება იქნება თუ თქვენი სხეულის წონას გაყოფთ შუაზე და მიიღებთ ამ რაოდენობას. თუ თქვენ ცხოვრობთ განსაკუთრებით ნოტიო ან მშრალ კლიმატში, ან ძალიან აქტიური ხართ, სასურველია ოდნავ მეტი მიიღოთ.

წყალი თქვენს ორგანიზმში ყველაფერს შეუფერხებლად ამუშავებს, სისხლიდან ოფლამდე და დიახ, ცრემლებამდეც კი. რაც მთავარია, ის ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს, რაც უადვილებს თქვენს სისტემას ყველა იმ სუპერ ნუტრიენტის ათვისებას, რომელსაც თქვენ იღებთ.

ასე რომ, მოექეცით თმას სწორად, მაღალი ხარისხის პროდუქტებით და გაუფრთხილდით თქვენს ორგანიზმს საკვები ნივთიერებებით მდიდარი დიეტით. ეს ბუნებრივი და ჯანსაღი სილამაზის საიდუმლოა. 

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმიხილვის დაწერა