დალიე სუფთა წყალი და იზრუნე გარემოზე – Brita, წყლის ოპტიმიზაციის მსოფლიო ბრენდი

04/26/2023

ჰიდრატაციის შენარჩუნება არის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მარტივი, მაგრამ ხშირად შეუმჩნეველი ასპექტი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის ჯანსაღად ფუნქციონირებას. სხეულის სათანადო დატენიანება ხელს უწყობს სახსრების სიჯანსაღეს, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ინარჩუნებს თირკმელების სისუფთავეს და ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების შეწოვასა და კუნთების აღდგენას. კანის მოვლის საუკეთესო რეჟიმიც კი არ არის სრულყოფილი დატენიანების გარეშე.

50 წელზე მეტია, BRITA ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, რომელიც მუშაობს წყლის ოპტიმიზაციასა და სისუფთავეზე. საოჯახო ბიზნესი, რომელიც დაარსდა 1966 წელს, გახდა გლობალური კომპანია, რომელიც აწარმოებს წყლის ფილტრაციის პროდუქტებს საყოფაცხოვრებო და პროფესიული გამოყენებისთვის.

BRITA-ს დოქი ამცირებს ონკანის წყალში შემავალ მინარევებს, ის წყალს აშორებს ტყვიას, სპილენძს, ქლორს და კონკრეტულ პესტიციდებს. ამის გამო გაფილტრული წყალი ხდება ჩვეულებრივ ონკანის წყალზე გაცილებით გემრიელი, რაც აისახება კიდეც ამ წყლით მომზადებული ჩაისა და ყავის გემოსა და არომატზე.

აღსანიშნავია, რომ გაფილტრული წყლის გამოყენება ასევე ხელს უწყობს საკვების ბუნებრივი გემოს შენარჩუნებას, არასაჭირო დამაბინძურებლების მოცილებით, როგორიცაა ქლორი ან ლითონები. საუკეთესო რესტორნები და კულინარიის ექსპერტებიც კი იყენებენ გაფილტრულ წყალს კერძების მოსამზადებლად, რატომ არ უნდა მოვიქცეთ სახლშიც მათ მსგავსად?

ამასთან, BRITA მოწოდებულია, ხელი შეუწყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს არსებობასა და ჯანსაღი ცხოვრების პრაქტიკას. BRITA მომხმარებელს სთავაზობს დოქებისა და ფილტრების მრავალფეროვან არჩევანს, რომელიც არა მხოლოდ წყალს ხდის გაცილებით გემრიელს, არამედ გეხმარებათ გარემოზე ზრუნვაში, რადგან ის წარმოადგენს ბოთლის წყლის ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივას – BRITA-ს გამოყენება ამცირებს ნარჩენებისა და ნახშირბადის ემისიების გამოყოფას, რომელიც ჩნდება ჩამოსხმული წყლის წარმოებისა და ტრანსპორტირების პროცესში.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ გამოვიყენებთ ერთჯერადი პლასტმასისგან დამზადებულ ჩანთებს, ყავის ფინჯნებს, კბილის ჯაგრისებს და ასე შემდეგ. სია თითქმის უსასრულოა. საქმე ისაა, რომ ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთები, რომელთაგან ბევრი მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში გამოიყენება გადაყრამდე, შეიძლება მთელი ცხოვრება დარჩეს ნაგავსაყრელებზე, მდინარეებში ან ოკეანეებში. მაგალითად, ყოველდღიური ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის წყლის ბოთლს საშუალოდ 450 წელი სჭირდება ბიოდეგრადირებისთვის.

როგორ შეგვიძლია შევამციროთ ერთჯერადი გამოყენების პლასტმასას რაოდენობა?

ერთი MAXTRA+ კარტრიჯს შეუძლია 150 ლ წყლის გაფილტვრა. დაიწყე გარემოზე ზრუნვა ერთი ჭიქა წყლით.

BRITA წყლის ფილტრის დოქი სახლისთვის გადააქცევს ონკანის წყალს უგემრიელეს გაფილტრულ წყლად, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარასოდეს მოგიწევთ ბოთლის წყლის შეძენა. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა ცხოვრების გასაუმჯობესებლად არის ყოველდღიურობაში ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის შემცირება, რაშიც BRITA დაგეხმარებათ.

Brita ამტკიცებს, რომ უკეთეს წყალს ნამდვილად შეუძლია ჩვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ის წარმოადგენს პირველ ნაბიჯს უკეთესი ცხოვრებისკენ.





Comments

No posts found

Write a review