თქვენ ალბათ უკვე იცნობთ K18-ს, როგორც თმის მოვლის ტრენდულ ბრენდს, რომლის ფანთა შორისაც ბევრ ძალიან ცნობილ სახეს შეხვდებით, მაგალითად, ბრენდის თაყვანისმცემლები არიან სელენა გომესი, რიანა, ჰეილი ბიბერი, ედისონ რეი, ჰოლსი და სხვა. ცოტა ხნის წინ კი მათ რიგებს შეუერთდა პიტ დევიდსონიც.
მომღერლებისა და ცნობილ სახეთა მხრიდან ბრენდის პიარი მთლიანად ორგანულია და ბრენდი მათ არ ასპონსორებს. ვარსკვლავებს უბრალოდ უყვართ საუბარი იმაზე, თუ როგორ დაეხმარა K18 მათ თმას. დევიდსონი ცნობილია თავისი კარგად მოვლილი ქერა თმით, რაც K18-ის დამსახურებაა. ის თმის სიჯანსაღეს სწორედ K18-ის პროდუქტებით ინარჩუნებს.
ინსტაგრამის პოსტით, ცნობილმა თმის სტილისტმა მარია ჯოზეფმა გაამხილა, რომ დევიდსონის თამამდ გაღიავებული თმის საიდუმლო არის K18 - პროდუქტი განკუთვნილია იმისათვის, რომ თმამ შეინარჩუნოს ჯანსაღად გამოღიავების, შეღებვის პროცესშიც კი.
K18 Leave-In Molecular Repair Hair Mask (75$) არის სამკურნალო ნიღაბი, რომელიც დაზიანებულ თმას კლინიკურ დონეზე აღადგენს სულ რაღაც ოთხ წუთში. დაპატენტებული პეპტიდური ტექნოლოგია აღადგენს შეღებვის, გაღიავების, ქიმიური პროცესების და დასწორება-დახვევისგან მიყენებულ ზიანს. შედეგი? უფრო ძლიერი, ჯანსაღი, რბილი და გლუვი თმა.
კომენტარეები ვერ მოიძებნა
მიმიხილვის დაწერა