დატენიანება, რომელიც თქვენს თმას სწყურია

07/06/2022

გაიცანით Alfaparf Milano, #1 იტალიური ბრენდი სალონების ინდუსტრიაში. ეს გუნდი ყველაფერს თავად აკეთებს: ქმნის ფორმულებს, ამოწმებს, აუმჯობესებს და აწარმოებს თმის გასაოცარ პროდუქტებს. ისინი ზრუნავენ პროცესის თითოეულ ნაბიჯზე, რათა მიაღწიონ სრულყოფილებას. სალონის გამოცდილებით, კრეატიულობით და ბევრი იტალიური სიყვარულით, გასაკვირი არ არის, რომ ისინი ასე კარგად აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. Alfaparf Milano-ს თმის მოვლა ასევე უზრუნველყოფს თქვენი თმოს დაბინძურებისგან დაცვას, აქვს ულტრაიისფერი ფილტრი თმის ფერის გასახანგრძლივებლად და გაძლევთ ბზინვარებას 24 საათის განმავლობაში ძირებიდან ბოლომდე. ამ ბოთლებში უამრავი სიკეთეა შეფუთული.

ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ ოფიციალურად შეხვდეთ Alfaparf Milano-ს და გაიგოთ ყველა წვრილმანი დეტალი მის შესახებ. ჩვენ შევარჩიეთ ჩვენი სამი ყველაზე საყვარელი თმის პროდუქტი დატეიანებისთვის, რომელიც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ALFAPARF MILANO ტენიანობის შამპუნი

იდეალურია ყველა ტიპის თმისთვის, ეს შამპუნი ხდის თქვენს თმას ისეთივე ლამაზს შესაგრძნობლად, როგორც ის გამოიყურება. რა არის მისი საიდუმლო ინგრედიენტი? ნუტრი-შაქარი. ეს დამატენიანებელი და მკვებავი მოლეკულები ამოღებულია თაფლისგან, რომლებიც კარგად ინარჩუნებენ ტენიანობას და ყველა სასარგებლო ნივთიერებას თქვენი თმის ფოლიკულებში.

ეს სასწაული შამპუნი აღადგენს თმის ბუნებრივ ტენიანობას და ზეთებს (ტენიანობას, რომელიც შეიძლება დაკარგოთ მზეზე დიდხანს ყოფნისგან.

გამოყენების წესი : დაისველეთ თმა. წაისვით შამპუნი ხელებით, შეიზილეთ თმაში და შემდეგ ჩამოიბანეთ. კიდევ უფრო უკეთესი და გასაოცარი შედეგისთვის, შემდეგ გამოიყენეთ თმის ნიღაბი .


ALFAPARF MILANO ტენიანობის ნიღაბი

ნამდვილი ინტენსიური დატენიანება! ეს  თმის ნიღაბი თქვენი ახალი საუკეთესო მეგობარია, რომელიც მოგანიჭებთ იმ ტენიანობას, რომელიც თქვენს თმას ასე ძლიერ სურდა.

ის მშრალი და დაზიანებული თმის ბზინვარებისა და სიცოცხლისუნარიანობის აღდგენაზე მუშაობს და ასევე  უზრუნველყოფს ღრმა რეჰიდრატაციას.

გამოყენების წესი: ჯერ დაიბანეთ თმა კარგად,ამის შემდეგ, უბრალოდ წაისვით და შეიზილეთ ნიღაბი თმის მთელ სიგრძეზე. არ დაგავიწყდეთ, რომ ნიღაბი კარგად შეიზილოთ თმის ბოლოებში, იმ ნაწილში, სადაც ყველაზე მეტად გაქვთ თმის გაყოფილი ბოლოები. გაიჩერეთ ნიღაბი რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ.


ALFAPARF MILANO თხევადი კრისტალი


ჩვენ არ ვხუმრობთ, როდესაც გეუბნებით, რომ ეს პროდუქტი ფაქტობრივად თხევადი ოქროა ბოთლში.

სელის ზეთით და ვიტამინ E-ით დამატებითი სიმტკიცისთვის, თმის ეს მკურნალობა მყისიერად მატებს ყველა ტიპის თმას ბზინვარებასა და მშვენიერ სტრუქტურას. ის ასევე ხდის თქვენს თმას აბრეშუმისებრ გლუვს და აძლევს მას არაჩვეულებრივ ბზინვარებას.

არ იფიქროთ, რომ თუ  ცხიმიანი თმა გაქვთ ზეთის გამოყენება არ შეგიძლიათ! Sublime Cristalli Liquidi არ ამძიმებს თმას და არ ანიჭებს მას  ზედმეტ ცხიმიანობას, არამედ ქმნის მსუბუქ ფენას, რომელიც ებრძვის ტენიანობას და სიმშრალეს.

გამოყენების წესი: უკვე დაბანისა და ნიღბის შემდეგ დროა დაამატოთ ცოტა მბზინვარება! შეგიძლიათ Sublime Cristalli Liquidi წაისვათ როგორც სველ, ასევე მშრალ თმაზე. დაისხით რამდენიმე წვეთი ხელებზე, წაისვით თმის ბოლოებში და შეიზილეთ ჩვეულებისამებრ. სულ ეს არის !


სამი ნაბიჯი დატენიანებული, ბზინვარე და ჯანსაღი თმისთვის!
უკვე გითხარით, რომ გატაცებული ვიყავით Alfaparf Milano-ით (ცოტა რთულია არ იყო).

დაათვალიერეთ  Alfaparf Milano collection დღეს ონლაინ და თქვენი თმა იქნება საოცრად  ჯანსაღი და დატენიანებული!



კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმიხილვის დაწერა