შეარჩიეთ პროდუქტები სწორად თქვენი ხვეული თმისთვის

07/06/2022

ესაუბრეთ სამ ადამიანს ხვეულ თმაზე და თქვენ, სავარაუდოდ, მოისმენთ სამ სრულიად განსხვავებულ შეხედულებას  მისი მოვლის შესახებ და სტილის შეცვლის საუკეთესო გზებს . კულულები - ისინიმართლაც ძალიან რთული მოსავლელია! თქვენი სრულყოფილი ხვეული თმის რუტინის ძებნისას ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია დაგეხმაროთ სწორი მიმართულების პოვნაში. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სამ სპროდუქტს ჩვენს Curl Collection -იდან, რათა დაგეხმაროთ განსაზღვროთ თუ რომელი მოგცემთ იმ  შედეგს, რომელსაც ასე  ეძებთ და იმსახურებთ. როგორც ყოველთვის, სამივე გაჟღენთილია მკვებავი არგანის ზეთითა და  ჩვენი გამორჩეული სურნელით, პიკანტური ქარვისა და ტკბილი ყვავილოვანი ნოტების ნაზავით.

MOROCCANOIL ხვეული თმის აქტივატორი


ეს all-in-one styling solution დიდი ხანია უკვე რაც ბესთსელერია ლოგიკური  მიზეზის გამო. ის შექმნილია იმისათვის, რომ გაამარტივოს თქვენი ხვეული თმის მოვლის რუტინა საჭირო პროდუქტების რაოდენობის შემცირებით. Curl Defining Cream გამოკვეთს ხვეულებს, ებრძვის აბურდულ თმას, ატენიანებს მას და მატებს ბზინვარებას. ის ასევე მარტივი გამოსაყენებელია და შესაფერისია თმის მრავალი სტილის დასაყენებლად. პროდუქტი დაიტანეთ პირსახოცით გამშრალ თმაზე, შემდეგ გაიშრეთ დიფუზორით დამატებითი მოცულობისთვის ან ნება მიეცით გაშრეს თავისით უფრო ნაკლებად მოცულობითი შესახედაობისთვის.

უპირატესობები: ინარჩუნებს თმის ფორმას, არბილებს, მატებს მოცულობას

იდეალურია: ყველა ტიპის ხვეულისთვის

მდგრადობა: რბილი

იმის გამო, რომ ის ცვლის მრავალი პროდუქტის საჭიროებას, Curl Defining Cream შესანიშნავი პროდუქტია მათთვის, ვისაც უყვარს ხუჭუჭა თმის ტარება, მაგრამ არ სურს რთული რუტინის ჩატარება ყოველდღიურად. და თუ თქვენ უბრალოდ სწავლობთ თქვენი ბუნებრივი კულულების მოხდენას, ეს არის სწორედ ის ადგილი საიდანაც უნდა დაიწყოთ.

MOROCCANOIL ხვეული თმის ინტენსიური კრემი


ეს კონდიციონერი, რომელიც არ საჭიროებს ჩამობანვას ბუნებრივად ტალღოვან და ხვეულ თმას ანიჭებს ბზინვარებას აბურდვების გარეშე და არბილებს მას მთელი დღის განმავლობაში. ის ასევე გაჟღენთილია ანტიოქსიდანტებით მდიდარი არგანის ზეთით და ვიტამინებით, რაც ხელს უწყობს თმის დატენიანებას და კვებას. მიუხედავად იმისა, რომ Intense Curl Cream განსაზღვრავს ხვეულებსა და ტალღებს, მას არ აქვს ძლიერი ფიქსაცია და არ გაააქტიურებს და არ გააძლიერებს მათ ისე, როგორც ამას Curl Defining Cream აკეთებს; ამის ნაცვლად, ის გეხმარებათ გამოავლინოთ  თქვენი თმის საუკეთესო, ბუნებრივი ტექსტურა. ის ასევე იდეალურია ხანმოკლე დროით ვარცხნილობის შესანარჩუნებლად: უბრალოდ წაისვით ნესტიან ან მშრალ თმაზე დაყენების ან ფენით გაშრობის წინ. (ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი მთელი დღის განმავლობაში ხვეულების განსაახლებლად და აბურდვების გასაკონტროლებლად).

უპირატესობები: ატენიანებს, არბილებს და ათავისუფლებს თმას აბურდვებისგან.

იდეალურია: ტალღოვანი და ხვეული თმისთვის

მდგრადობა: ბუნებრივი

სცადეთ ინტენსიური ტალღოვანი კრემი, თუ თქვენ ხშირად იშრობთ თმას ფენით და უპირატესობას ანიჭებთ უფრო რბილ იერს. ის ასევე შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც ცდილობს ბუნებრივი კულულების აღდგენას ოპტიმალურ მდგომარეობაში, ვიტამინებით მდიდარი ფორმულის წყალობით.

MOROCCANOIL ხვეული თმის მუსი


ეს ქაფი შექმნილია სპეციალურად ძალიან ხვეული და მჭიდროდ სპირალური თმისთვის. ის აყალიბებს და ინარჩუნებს ხვეულებს ტენიანობის ნაკლებობის დროს, რათა ყველაფერი კონტროლირებადი იყოს - უხეში ან წებოვანი თმის გარეშე. საათობით შეკავების გარდა, Curl Control Mousse ახდენს თმის პრევენციას რათა  ნებისმიერ ამინდში თავი აარიდოს აბურდვებს და თმას ანიჭებს რბილ, გლუვ და ნაზ სტრუქტურას.


უპირატესობები: აყალიბებს და ინარჩნებს სტილს ნებისმიერ ამინდში

იდეალურია: ხვეული და მჭიდრო სპირალური თმისთვის

მდგრადობა: საშუალო

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კულულების მოთვინიერება უბრალოდ შეუძლებელია, Curl Control Mousse არის პროდუქტი, რომელიც უნდა სცადოთ პირსახოცის გამოყენებამდე. ის ასევე მკვეთრად განსხვავდება მრავალი სხვა მუსისგან, რადგან ის ტოვებს თქვენს თმას რბილს და გლუვს - არასოდეს უხეშს ან წებოვანს.




კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმიხილვის დაწერა