DEPOT ხელის სადეზინფექციო საშუალება (605)

ხელის გამწმენდი გელი ჩამობანვის გარეშე. პრაქტიკული და მოსახერხებელი გამოსავალი ხელების გაწმენდისა და დეზინფექცირებისთვის. მისი გამოყენების შემდეგ კანი რჩება რბილი და სურნელოვანი. შრება სწრაფად და მარტივად.

სპირტი ანტიბაქტერიული და დეზინფექციური მოქმედებისთვის. დამზადებულია მცენარეულ ბაზაზე ბუნებრივი, ნედლი და გადაუმუშავებელი მასალის ფერმენტირების გზით. გავლენას ახდენს მიკროორგანიზმების სიცოცხლისუნარიანობაზე და ხდის მათ უვნებელს. მაშინ, როცა წყლითა და საპნით დაბანა შეუძლებელია, გამწმენდი გელი ხდება საუკეთესო გამოსავალი ხელების დეზინფექციისთვის. აქვს სასიამოვნო, გამაგრილებელი ეფექტი და შრება სწრაფად, კვალის დატოვების გარეშე.

ალოე ვერას წვენი - გამოირჩევა აღდმგენი, მაჰიდრატირებელი, დამატენიანებელი და დამამშვიდებელი ეფექტით. მისი პითო-თერაპიული და კოსმეტიკური სარგებელი ჯერ კიდევ უძველესი დროიდანაა ცნობილი. დღეს, ჩვენი თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ალოე ვერას უპირატესობები შეგვიძლია დავადასტუროთ და გადავამოწმოთ მეცნიერულ დონეზეც. ალოესგან მიღებულია არაერთი სასარგებლო ნივთიერება, მათ შორის: გლიკოპროტეინები, მინერალური მარილები და ვიტამინები. უფრო კონკრეტულად, მისი პატარა მილაკებისგან გამოსული წვენი, რომელიც ფოთლის ზედა ფენაშია დაგროვებული, გამდიდრებულია ძვირფასი პოლისაქარიდებით.

ალოე ვერას გელი ატენიანებს, აჰიდრატირებს, ამჭიდროვებს, არბილებს კანის შრეებს და აუმჯობესებს მათ ელასტიურობას. ის შეიცავს ისეთ სასარგებლო ნივთიერებებსაც, როგორებიცაა: ცილები, გლიკოპროტეინები, ბიოაქტიური ანტრაკინონები და ისეთი ესენციები, რომლებიც გამოირჩევიან კანის განსაკუთრებული აღდგენის ეფექტით.

წაისვით გელი ხელზე და შეიზილეთ სანამ არ შეიწოვება. არ ჩამოიბანოთ.

მოცულობა: 100/500 მლ

ბრენდი:
DEPOT
მლ:
100 მლ
8032274121145
31 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები