It's a 10 Miracle მსუბუქი კონდიციონერი ჩამობანვის გარეშე
გინდათ გამოსცადოთ ჩვენი კლასიკური პროდუქტის - Miracle კონდიციონერის ძალა თმის დამძიმების გარეშე? მაშინ Miracle Leave-in Lite კონდიციონერი თქვენთვის იდეალური ვარიანტია. ეს უნიკალური და ძალიან მსუბუქი პროდუქტი, რომელიც ყველაზე ეფექტურ ნივთიერებებს შეიცავს, დამზადდა თხელი ან მოკლე თმის მქონე ადამიანთათვის. მასში შემავალი გვირილის ექსტრაქტი დამამშვიდებელი და დამარბილებელი მოქმედებით გამოირჩევა როგორც თმაზე, ისე სკალპზეც. ჰიდროლიზებული აბრეშუმი კი აღადგენს თმის სიმტკიცეს, ტენიანობასა და ბზინვარებას. ამ და სხვა ბუნებრივი ნივთიერებების შემცველი კონდიციონერი ზუსტად ის გამანებივრებელი პროდუქტია, რომელსაც თქვენი თმა იმსახურებს.
დაიწყეთ სვლა მსუბუქი გზისკენ IT’S A 10 MIRACLE LEAVE-IN LITE-ის ბუნებრივი შემადგენლობის დახმარებით:
სამკურნალო ტუხტის (ალთეს) ფესვის ექსტრაქტი: თმის მოვლის ამ ბუნებრივი წყაროდან თქვენი თმა იღებს უამრავ ისეთ სარგებელს, როგორიცაა: მოცულობის ზრდა, სისქე და მსუბუქი კონდიცირება თმის დამძიმების ან მასზე პროდუქტის შერჩენის გარეშე. ექსტრაქტი სკალპის გაღიზიანებისა და სიმშრალის შემცირების გზით სიმძიმის შეგრძნების გარეშე აჯანსაღებს თმას, რაც მას კიდევ უფრო მეტ მოცულობას მატებს.
ასაის ექსტრაქტი: აუმჯობესებს თმის გამძლეობას დაჭიმვისას და მატებს მას ბზინვარებას
გვირილის ექსტრაქტი: ნაზი, დამამშვიდებელი საშუალება თმისა და სკალპისთვის
მწვანე ჩაის ექსტრაქტი: აძლიერებს და აუმჯობესებს თმის მდგომარეობას მისი ანტიოქსიდანტებითა და მკვებავი ნივთიერებებით გამდიდრების გზით
ჰიდროლიზებული ბრინჯის პროტეინი: ჰაერივით მსუბუქი ფორმულა დაზიანებული თმის აღსადგენად და გასაძლიერებლად
ჰიდროლიზებული აბრეშუმი: აღადგენს თმის ბუნებრივი ტენიანობის ბალანსს, მატებს სიმტკიცესა და ბზინვარებას
მზესუმზირის ექსტრაქტი: ბუნებრივი მზისგან დამცავი საშუალება, რომელიც იცავს თმას გამოშრობისა და ფერის გახუნებისგან
პანთენოლი: მაღალეფექტური გამაძლიერებელი
ლინალული: მცენარეული არომატიზატორი და ფორმის მიმცემი
ციტრონელოლი: ლიმონის სურნელის მქონე ზეთი, რომელიც აძლიერებს თმას და იცავს მას ისეთი გარე დაზიანებისგან, როგორიცაა ობი ან ჭუჭყის დაგროვება
10 სხვადასხვაგვარი სარგებელი თითოეულ ბოთლში:
1. აწესრიგებს ერთმანეთში ახლართულ თმას მისი დამძიმების გარეშე
2. მატებს თმას სისქეს
3. აქვს სითბოდამცავი უნარი
4. იცავს თმის ფერს
5. აღადგენს თმის ბზინვარებას
6. თმა იბურდება უფრო ნაკლებად
7. ულტრაიისფერი სხივებისგან ბუნებრივი დაცვა
8. ხელს უწყობს დაკარგული ცილების ჩანაცვლებას
9. კვებავს თმას
10. ხელს უშლის თმის ბოლოების გაყოფას
მოცულობა: 59.1 მლ / 295.7 მლ
- View all options as list
კოდი | მლ | მარაგი | ფასი | ||
---|---|---|---|---|---|
898571000556
|
არ არის გაყიდვაში
|
44 ₾ | |||
898571000433
|
არ არის გაყიდვაში
|
72 ₾ |