LEONOR GREYL უალკოჰოლო გელი ვარცხნილობისთვის
ისტორია
1986 წელს ჟან-მარი გრეილმა ვარცხნილობის პროდუქტების ხარვეზები შეისწავლა. იმ პერიოდის თმის გელები, რომლებსაც განსაკუთრებით მამაკაცები იყენებდნენ, უამრავ ალკოჰოლსა და გარსის წარმომქმნელ სინთეტიკურ ნივთიერებებს შეიცავდა, რაც სკალპის პრობლემებს იწვევდა. ბუნებრივი ცილების გარსის წარმომქმნელი თვისებებისა და ვარცხნილობის წებოვანი ფიქსატორების შერწყმით, მან შექმნა ეფექტური ფორმულა, რომელიც აწესრიგებს თმას და ხელს უწყობს ვარცხნილობის შენარჩუნებას თმის გამოშრობის ან დაზიანების გარეშე. თავდაპირველად თმის მოვლის ამ უალკოჰოლო საშუალებას Gel à la Kératine ეწოდა, 2012 წელს კი, მისი რეფორმულირებისა და შემადგენლობაში ჰიბიკუსის ექსტრაქტის შერევის შემდეგ, „Gel à l'Hibiscus“ დაერქვა. დევიდ თომას ბრუკსმა ჰიბისკუსის ექსტრაქტი მისი გამამაგრებელ-გამაძლიერებელი მოქმედების გამო შეარჩია. კვლევა და ბუნებრივი ინგრედიენტები Leonor Greyl-ის ყველა პროდუქტის შთაგონების მთავარი წყაროა.
THE +
•ალკოჰოლის შემცველობის გარეშე
სასარგებლო თვისებები
•ხელშესახები ჭერა
•ხანგრძლივად გამყოლი ვარცხნილობა და მოცულობა •აძლიერებს თმის ძირებს მათი გახევების გარეშე •არ ახმობს თმას •ადვილად სცილდება ჩამობანისას
გამოყენების წესები
•წაისვით მშრალი ან სველი თმის ძირებზე და გაიკეთეთ სასურველი ვარცხნილობა
•შეიშრეთ სწრაფად, ვარცხნილობის ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის
პროფესიონალური რჩევა
•შეგიძლიათ შეურიოთ Éclat Naturel-ს უფრო რბილი და სველი ლუქისთვის
•უფრო ბუნებრივი ვარცხნილობის მისაღებად, გაიშრეთ მზეზე ან დიფუზორის გამოყენებით
მოცულობა: 100 მლ