RAUSCH მცენარეული მოვლის შამპუნი

დანაზოგი 40%

ჯანსაღი თმისთვის და ბუნებრივი ბზინვარებისთვის

ნაზად ასუფთავებს და კვებავს. აძლიერებს და იცავს,  აჯანსაღებს სკალპს, ლამაზი თმისთვის. შვეიცარიული გვირილის ყვავილის ,შვიტას და მრავალძარღვას ძვირფასი ექსტრაქტებით,

დეტალები

ეფექტური ზრუნვა ჯანსაღი თმისა და ბუნებრივი ბზინვისთვის.

ჯანსაღი სკალპი უზრუნველყოფს კვებას და საფუძველს ლამაზი, ჯანსაღი თმისთვის. ამას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ჯანსაღი სკალპი ოპტიმალური ცირკულაციის საშუალებით თმას საშუალებას აძლევს გამოავლინოს თავისი ნამდვილი სილამაზე. ჩვენი შვეიცარიული მცენარეული მოვლის ხაზი ბუნებრივად სუფთა შვეიცარიული მცენარეული ექსტრაქტებით აძლიერებს სკალპს, კვებავს თმას და ანიჭებს მას ბუნებრივ ბზინვარებას.

ჩვენ გვჯერა, რომ ლამაზი, ჯანსაღი თმა ძირებიდან იწყება. ჩვენი პროდუქცია შეიცავს ბუნებრივ მცენარეულ ნივთიერებებს, რომლებიც მოპოვებულია ჩვენი ნაზი შიდა მეთოდებით. ყვავილებისგან, ფოთლებისგან, ქერქისგან, ფესვებიდან თუ მთლიანი მცენარეებისგან, ჩვენი ყველა მცენარე იზრდება კონტროლირებად პირობებში. მოსავალს იღებენ ხელით, რომელიც შემდგომ  მუშავდება სუფთა ექსტრაქტებად. ამით, ჩვენი პროდუქციის ხანგრძლივი ეფექტურობის  გარანტიას გაძლევთ. შედეგი არის თმის მოვლის ყოვლისმომცველი სისტემა, რომელიც იყენებს მცენარეების ძალას თმის გასაუმჯობესებლად ძიებიდან ბოლოებამდე.


შვეიცარიული მცენარეული მოვლის ხაზის სარგებელი:

• აძლიერებს თმის სტრუქტურას და აჯანსაღებს მას

• აძლიერებს სკალპს და კვებავს თმას

• ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას

• სასიამოვნო ახალი სურნელით

გამოყენების წესი:

1) დაისხით თხილის ზომის ქაფი ხელებზე წყალტან ერთად

2) ფრთხილად შეიზილეთ სველ თმასა და თავის კანზე.

3) კარგად ჩამოიბანეთ.

 

• განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის. თუმცა, ძალიან ხშირად დაბანამ შეიძლება თმა გამოშროს.. ჩვენ გირჩევთ დაიბანოთ თმა კვირაში ორ-სამჯერ.

• ჩვენი შამპუნები ძალიან კონცენტრირებულია, ერთი ბოთლი შეიცავს საკმარის პროდუქტს 30–45 გამოყენებისთვის.

• ჭარბი ცხიმის ან სტილის პროდუქტების ნარჩენების შემთხვევაში, თმა შეიძლება მეორედ გაიწმინდოს ცოტა მეტი შამპუნით.

• რჩევა: გაუმჯობესებული დავარცხნისთვის, გირჩევთ გამოიყენოთ ჩამოსაბანი ან სპრეი კონდიციონერი ყოველ ჯერზე, როცა თმას დაიბანთ.

• შენიშვნა: ჩვენი თმის მოვლის საშუალებები თავისუფალია სილიკონისგან. როდესაც გადადიხართ სილიკონისგან თავისუფალ პროდუქტებზე, თქვენი თმა შეიძლება თავიდან ისევ დაზიანებული, მოსაწყენი ან მტვრევადი გამოჩნდეს. თმის სტრუქტურას გარკვეული დრო სჭირდება, რათა გაიხსნას და შეიწოვოს ღირებული საკვები ნივთიერებები, როგორიცაა ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტები.

 

შესაფერისი ნორმალური თმისთვის

ნორმალური სკალპისთვის

ცხოველებზე ტესტირების გარეშე

ვეგანური

არ შეიცავს პარაბენს და სილიკონს

pH 5.6

ძალიან ნაზად მოქმედებს კანზე

განვითარებული და დამზადებულია შვეიცარიაში

93% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტები

99% ბიოდეგრადირებადი

შენიშვნა: შეგიძლიათ შეურიოთ ჩვენი თმის მოვლის ყველა პროდუქტი თქვენი საჭიროებების შესაბამისად.


BRAND:
RAUSCH
მლ:
200 მლ
7621500110155
100 
60 
დანაზოგი: 40 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
  • View all options as list
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები