K18 თმის მოლეკულურად აღმდგენი ზეთი

2020 წლის დეკემბერში შექმნილი K18 - არის ის პირველი ბიოტექნოლოგიური მიღწევა თმის მოვლის სფეროში, რომელიც 4 წუთში აღადგენს თმის დაზიანებას მოლეკულურ დონეზე. ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულ ბიოტექნოლოგიურ კვლევებსა და მათ კლინიკურად დადასტურებულ ფორმულებს წყალობით K18-ს სასალონე პროცედურები გადაჰყავს შემდეგ საფეხურზე. ინოვაციური, მეცნიერულად შემუშავებული პროდუქტები გთავაზობთ წარმოუდგენლად მრავალფეროვან შესაძლებლობებს.

K18 - ის უახლესი ინოვაციური ზეთი თმის აღდგენისა და გაჯანსაღების სტრატეგიის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს და ებრძვის დაუმორჩილებელ, მოუწესრიგებელ თმის ღერებს. თმას  ანიჭებს სირბილეს, ლასტიურობას, ბზინვარებას და მთლიანობას. K18-ის მოლეკულური აღმდგენი ზეთი სხვა თმის ზეთისგან განსხვავებით ხასიათდება გაუმჯობესებულია ფორმულითა და სტრუქტურით. ის მარტივად აღწევს დაზიანებულ თმაში და ხელს უშლის თმის ღერების ერთმანეთში აბურდვას. molecular repair hair oil  არის ბიოტექნოლოგიურად დამზადებული საოცრად მსუბუქი პროდუქტი, რომელიც თმის გაძლიერების პარალელურად, არბილებს მას და დაუმორჩილებელი თმის მოსაწესრიგებლად მყისიერი მოქმედების ხანგრძლივ გამოსავალს გვთავაზობს. 

K18-ის ბიოტექნოლოგიური მიღწევა - molecular repair hair oil - ემყარება მოლეკულურად აღმდგენ ტექნოლოგიას და უკვე სარგებლობს სტილისტების სიყვარულით. მასში შემავალი, სპეციალური K18PEPTIDE ™ მუშაობს დაზიანებული თმის გასაუმჯობესებლად მოლეკულურ სიღრმეზე და ეფექტურად ებრძვის თმის აბურდვის (აწეწვის, ფრიზის) გამომწვევ დაზიანებებს. თმა ხდება მტკიცე, ძლიერი, ჯანსაღი + გლუვი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მზესუმზირის ზეთი, სპეციალური ნივთიერება ჰემისქუალანი (Hemisqualane) და სქუალანი (Squalane) აძლიერებს თმის ბუნებრივი ტენიანობის ბარიერს 24-საათიანი კონტროლისთვის*, 78%-ით ამცირებს გაყოფილ ბოლოებს*, გაძლევთ 104%-ით მეტ ბზინვარებას* და აცოცხლებს თმის ფერს თმის დამძიმების გარეშე. მასში შემავალ ავოკადოს ზეთს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წვის წერტილი და შესაბამისად, ხელს უწყობს მაღალი ტემპერატურისგან 450°F (232°C) დაცვას, რათა თავიდან იქნას აცილებული თმის შემდგომი დაზიანება და თმა იყოს ჯანმრთელი და ძლიერი. 

molecular repair hair oil - თმის მოლეკულურ დონეზე აღმდგენი ზეთი უნაკლოდ ერგება K18 რუტინას. მისი გამოყენება შეიძლება, როგორც სველ, ისევე მშრალ თმაზე. ამასთან მასში შემავალი ბიომიმეტიკური K18PEPTIDE™-ს სასარგებლო ეფექტის გასაძლიერებლად ამ მაღალკონცენტრირებული ზეთის წასმა შეგიძლიათ K18-ის სასალონე პროცედურის დასრულების ან სახლში მოლეკულური აღმდგენი თმის ნიღბის გამოყენების შემდეგ. ვარცხნილობის გაკეთების შემდეგ, მშრალ თმაზე პროდუქტის მეორედ წასმა კი მყისიერად აწესრიგებს დაუმორჩილებელ + აბურდულ თმას, მატებს მას ბზინვარებას და ამცირებს გაყოფილ ბოლოებს.

ყველა ტიპის თმისთვის განკუთვნილი, ბიოტექნოლოგიური ტექნოლოგიის საშუალებით დამზადებული ზეთი, აძლიერებს, აჯანსაღებს, ბზინვარებას ანიჭებს თმას და გეხმარებათ სასურველი ვარცხნილობის შექმნაში.


მოცულობა: 30 მლ

BRAND:
K18
858511001500
295 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები