LEONOR GREYL შამპუნამდე გამოსაყენებელი ზეთი მშრალი თმისთვის - მზისა და წყლისგან დაცვა

ისტორია

L’Huile de Leonor Greyl-ის შექმნას საფუძველი 1970 წელს, ანტილების კუნძულზე მოგზაურობამ ჩაუყარა. ქარიშხლით შეცბუნებულმა ჟან-მარიმ შენიშნა, რომ პალმის ხის ფოთლები წყალს მათში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. მცენარის ამ გასაოცარმა თვისებებმა ჟან-მარის პალმის ზეთის თმის მოვლის ისეთ საშუალებაში გამოყენება შთააგონა, რომელიც თმის ირგვლივ წყალგამძლე ბარიერს შექმნიდა და მას გარე აგრესორებისა და დაზიანებისგან დაიცავდა. შამპუნის, საღებავისა თუ ცურვის წინ გამოსაყენებელი ეს ზეთი, რომელიც მყისიერად აღადგენს თმას, მალევე გახდა ბრენდის საფირმო პროდუქტი.

THE +

•ხელოვნური დანამატების გარეშე

სასარგებლო თვისებები

•მთავარი პროდუქტი მშრალი თმისთვის შამპუნის წინ გამოსაყენებლად
•ატენიანებს მყისიერად
•იცავს, არბილებს, ხსნის ერთმანეთში ახლართულ თმის ღერებს და ალამაზებს თმას.
•იდეალური დაცვა მთელი წლის განმავლობაში!

გამოყენების წესები

•წაისვით 1-დან 3 კაფსულამდე მშრალ თმასა და თმის ბოლოებზე და გადაინაწილეთ მასა თანაბრად ბუნებრივი მასალისგან დამზადებული კბლიანი სავარცხლის გამოყენებით
•გაიჩერეთ მინიმუმ 10 წუთით ან მთელი ღამის განმავლობაში შამპუნით დაბანამდე
•შეიძლება გამოყენებულ იქნას თმის მზისგან და ქლორირებული წყლისგან დასაცავად საცურაო აუზებში, ასევე ფერის გახუნების თავიდან ასაცილებლად
•ცივ ტემპერატურაზე ზეთი იწყებს გამყარებას, გასალღვობად საკმარისია მოათავსოთ თბილ წყალში 

პროფესიონალური რჩევა

•შესაძლებელია პროდუქტის წასმა თმის სიგრძესა და ბოლოებზე შეღებვის წინ, თმის დაცვისთვის (გამოიყენეთ 1/2-დან 1 კაპსულამდე თმის სიგრძის გათვალისწინებით)
•შესაძლებელია მისი გაჩერება და თმისთვის ფორმის მიმცემ პროდუქტად გამოყენება ძალიან მშრალ ან დაუმორჩილებელ, აბურდულ თმაზე
•დაისხით 3 წვეთი ზეთი ხელის გულებზე, მასა მსუბუქად წაუსვით დაკბილულ სავარცხელს და დაივარცხნეთ თმა მისი გამოყენებით.

მოცულობა: 95 მლ



BRAND:
LEONOR GREYL
მლ:
95 მლ
3450870020214
139 
არ არის გაყიდვაში
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები