K18 ნაკრები თმის დაზიანებისგან დასაცავად

k18 ბიომიმეტიკური თმის ხელოვნება : დაცვა + სიგლუვე

 გაინტერესებთ რა არის ეს?

ეს არის ყოველდღიური რუტინის პროდუქტები თმის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, მისი დაზიანებისგან დასაცავად და აბურდული თმების დასამორჩილებლად. 

მოიცავს K18 DAMAGE SHIELD დაზიანებისაგან დამცავ (pH ბალანსის შემანარჩუნებელ) შამპუნს,

 ახალ DAMAGE SHIELD თმის დამცავ კონდიციონერსა და 

უფასო მინი თმის ზეთს, რომელიც თმის მოლეკულურ დონეზე აღმდგენი თვისებების დამსახურებით არაერთი ჯილდოს მფლობელია.

როგორ მოქმედებს?

DAMAGE SHIELD pH თმის დამცავი შამპუნი:

ეს არის ფერისთვის უსაფრთხო, pH-ზე მორგებული თმის მოვლის საშუალება დაპატენტებული K18PEPTIDE™-ით, რომელიც ეფექტურად წმენდს თმას, უნარჩუნებს მას სიჯანსაღეს და იცავს დაზიანებისგან.

  • უსაფრთხო, მაგრამ ძლიერი წმენდა: შამპუნში შემავალი მცენარეული წარმოშობის აქტიური ნივთიერებები უზრუნველყოფენ ჭუჭყისა თუ ცხიმგროვების უსაფრთხოდ და მაღალეფექტურად მოშორებას.
  • შექმნილია დაზიანებული თმისთვის: pH-ზე მორგებული ფორმულა ხელს უშლის თმის კუტიკულის გაფუებას დაბანისას - რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ფერის, სიჯანსაღისა და ბზინვარების შენარჩუნებას.
  • საკმარისად ნაზია აქტიური გამოყენებისთვის: ნაზად მოქმედებს თმასა და სკალპზე. მისი pH-ზე მორგებული ფორმულა იმიტირებს თმის ბუნებრივ pH-ს, რათა ხელი შეუშალოს თმის კუტიკულის გაფართოებას, შეუნარჩუნოს მას სიჯანსაღე და მოუფრთხილდეს სკალპის მიკრობიომს.

DAMAGE SHIELD თმის დამცავი კონდიციონერი:

მკვებავი, დამცავი კონდიციონერი, რომელიც იცავს თმას ყოველდღიური დაზიანებისგან, აჯანსაღებს მას და აუმჯობესებს თმის სიგლუვესა და ბზინვარებას. კლინიკურად დადასტურებულია, რომ ხელს უწყობს როგორც თმის კონდიცირებას, ისე მის დაცვას ულტრაიისფერი სხივებისა და გარემო აგრესორებისგან 3 დღის განმავლობაში. აუმჯობესებს, არბილებს და ხსნის ერთმანეთში ახლართულ თმის ღერებს.

  • დაცვა დაზიანებისგან: მაკონდიცირებელი დაცვა ულტრაიისფერი სხივების, გარემო აგრესორებისა და მექანიკური დაზიანებისგან 3 დღის განმავლობაში.
  • უნარჩუნებს თმას სიჯანსაღეს: აძლიერებს თმის გარე ლიპიდურ ბარიერს, რათა თმა უფრო ელასტიური და გამძლე გახდეს. მასში შემავალი K18PEPTIDE™ ავსებს დაბანისას დაკარგული პროტეინების მარაგს.
  • მატებს თმას ბუნებრივ ბზინვარებას: pH-ზე მორგებული ფორმულა ხელს უშლის თმის კუტიკულის გაფართოებას დაბანისას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს თმის სიგლუვესა და მაქსიმალურ ბზინვარებას. აუმჯობესებს, არბილებს და ხსნის ერთმანეთში ახლართულ თმის ღერებს: მოქმედებს სილიკონებისა და ცვილების გარეშე, რომლებიც დროთა განმავლობაში თმაზე გროვდება და თმას ამძიმებს.

მოლეკულურ დონეზე აღმდგენი თმის ზეთი:

სილიკონებისაგან დაცლილი ზეთი არბილებს და ამცირებს თმის აბურდულ ან უსწორმასწოროდ გამოწეულ ღერებს მათ გამომწვევ მიზეზთან ბრძოლით.

  • უკუაგდებს დაზიანებებს, რომელიც თმის აბურდვას იწვევს: მოქმედებს მოლეკულურ დონეზე დაზიანებული თმის აღსადგენად.
  • ამცირებს თმის გახევებულ და უსწორმასწოროდ გამოწეულ ღერებს: მასში შემავალი ბუნებრივი ზეთები მოქმედებენ თმის ზედაპირზე, ასწორებენ კუტიკულას + არბილებენ თმას დამძიმების გარეშე.
  • აძლიერებს ბზინვარებას + ელფერს: მკვებავით დამუშავებულ  და დატენიანებულ თმას უფრო უკეთესი ბზინვარება და ფერი ეძლევა.
  • უზრუნველყოფს სიცხისგან დაცვას: თავიდან გაცილებთ დაზიანებას, რომელიც თმის აბურდვას იწვევს. 


რატომ მოქმედებს ეფექტურად?

 DAMAGE SHIELD pH თმის დამცავი შამპუნი:

"ნაკლები უფრო მეტია" პრინციპით შედგენილი ფორმულა უზრუნველყოფს თქვენი თმის სისუფთავეს:

  • ოპტიმიზებული pH ასუფთავებს თმასა და სკალპს მათი ზედმეტად გამოშრობის გარეშე.
  • მიკრობიომზე მორგებული, სერტიფიცირებული ფორმულა აშორებს სკალპიდან ჭუჭყსა და ცხიმს ისე, რომ მის ბუნებრივ დამცავ ბარიერს არ არღვევს.
  • K18PEPTIDE™ ხელს უშლის ცილების დაკარგვას, რათა თმას სიძლიერე და სიჯანსაღე შეუნარჩუნოს.

DAMAGE SHIELD თმის დამცავი კონდიციონერი:

• ბიოტექნოლოგიით წარმოებული პოლისაქარიდი მოქმედებს როგორც ბიომიმეტური ფარი და იცავს თმას დაბინძურებისა და გარემო აგრესორებისგან.

• კერამიდის გამაძლიერებელი მოქმედების ნაზავი კრავს დაზიანებულ ადგილებს თმის კუტიკულის შიგნით და არბილებს და იცავს თმას შემდგომი დაზიანებისგან.

• K18PEPTIDE™ ავსებს თმის დაბანისას დაკარგული პროტეინის მარაგს.


მოლეკულურ დონეზე აღმდგენი თმის ზეთი:

• ეს გამაძლიერებელი და დამარბილებელი ეფექტის მქონე ზეთი თმის ბოჭკოს ორ შრეზე მოქმედებს და ხელს უშლის თმების აბურდვასა თუ გახევებას.

 • K18PEPTIDE™ უფრო ღრმა დონეზე უპირისპირდება და აღმოფხვრის დაზიანებას, რომელიც თმის ღერების აბურდვას ან უსწორმასწოროდ გამოწვევას იწვევს. შედეგად ის აძლიერებს თმას შიგნითა ფენებიდან, რათა მთლიანად უკუაგდოს დაზიანების შედეგები.

• ისეთი ბუნებრივი ზეთები, როგორიცაა ავოკადო, მზესუმზირის ზეთი, ჰემისკალანი და სკალანი კვებავენ და არბილებენ თმას. ისინი ხელს უწყობენ აბურდული და უსწორმასწორო თმის ღერების მოწესრიგებას, აუმჯობესებენ ფერს, აძლიერებენ თმის ბზინვარებას და უზრუნველყოფენ მის სიცხისგან (232°C-მდე, 450°F-მდე) დაცვას.

BRAND:
K18
858511000770
429 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები