K18 პროფესიონალური მოვლის ნაკრები

ნაკრები შედგება 250 მლ დეტოქს შამპუნის, 50მლ leave-in ნიღბისა და 10მლ აღმდგენი ზეთისგან.


  • დეტოქს შამპუნი:

თმას აშორებს 99% პროდუქტის ნარჩენს, 95% ცხიმს + ამცირებს სპილენძის რაოდენობის 76%-ს* პირველივე დაბანაზე.

აქტივირებული ნახშირი + სალიცილის მჟავა - ასუფთავებს თმას ზედმეტი ნარჩენებისგან მისი გახუნების, საღებავის ფერის ჩამორეცხვის გარეშე.
K18PEPTIDE™ ხელს უშლის ცილების დაკარგვას, რათა თმამ შეინარჩუნოს რბილი, ძლიერი, ჯანსაღი + სუფთა მდგომარეობა. 

*შედეგები მიღებულია დეტოქსიკაციის შამპუნის ერთხელ გამოყენების შემდეგ გაღიავებულ თმაზე. 

შექმნილია თმის საგულდაგულო წმედისთვის - K18 სერვისების ან თმის შეჭრისა და ვარცხნილობის გაკეთების წინ, PPRO chelating hair complex შემდგომ გამოსაყენებლად

1. შეიზილეთ თმაზე + სკალპზე არასასურველი, პროდუქტისა და მინერალების ნარჩენების მოსაშორებლად.
2. კარგად ჩამოიბანეთ.
3. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.

ზომა: 250 მლ

  • k18-ის ნიღაბი, რომელიც არ საჭიროებს ჩამობანას:

ჩვენი K18Peptide™ კლინიკურად დადასტურებულია, რომ აღადგენს დაზიანებულ თმას მხოლოდ 4 წუთში.

  • კურნავს გამაღიავებლისა და საღებავის გამოყენებით მიღებულ ზიანს, ასევე აღადგენს დასწორებისა და დახვევისას დაზიანებულ თმას.
  • აღადგენს თმის სიმტკიცეს, სირბილესა და ელასტიურობას
  • არ შორდება შამპუნით, ტოვებს გრძელვადიან შედეგს
  • ვეგანური, უსაფრთხო, ცდები არ ტარდება ცხოველებზე (ქრუელთი ფრი)

გამოყენების წესი - შხაპის შემდეგ

  • შეიმშრალეთ თმა პირსახოცით.
  • თმის სიგრძისა და სისქის მიხედვით გამოიყენეთ K18 ნიღბის საჭირო რაოდენობა.
  • ნელ-ნელა წაისვით თმაზე ძირებიდან ( არა სკალპი) ბოლოებამდე.1-2 დასხურება საკარისია ყველა ტიპის თმისთვის~
  • აუცილებელია პროდუქტის ხელის გულზე გათბობა, რაც გულისხმობს პროდუქტის ხელის გულზე დატანას და მის წრიულ მოძრაობას, სანამ პროდუქტი არ გახდება მკვეთრი თეთრი ფერის ( ეს ნაწილი არ გამოტოვოთ)
  • პროდუქტის დატანის შემდგომ ჩამოივარცხნეთ თმა სავარცხლით, რათა პროდუქტმა სრულყოფილად შეაღწიოს თმის მოლეკულებში
  • დაელოდეთ 4 წუთი ფორმულის აქტივაციისთვის.
  • არ ჩამოიბანოთ
  • პროცედურის შემდგომ შეგიძლიათ გამოიყენოთ სასურველი სტაილნგის პროდუქტი და გაიკეთოთ ვარცხნილობა
  • თვალსაჩინო და ხანგრძლივი შედეგისთვის გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.


K18 თმის მოლეკულურად აღმდგენი ზეთი

K18 - ის უახლესი ინოვაციური ზეთი თმის აღდგენისა და გაჯანსაღების სტრატეგიის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს და ებრძვის დაუმორჩილებელ, მოუწესრიგებელ თმის ღერებს. თმას ანიჭებს სირბილეს, ლასტიურობას, ბზინვარებას და მთლიანობას. K18-ის მოლეკულური აღმდგენი ზეთი სხვა თმის ზეთისგან განსხვავებით ხასიათდება გაუმჯობესებულია ფორმულითა და სტრუქტურით. ის მარტივად აღწევს დაზიანებულ თმაში და ხელს უშლის თმის ღერების ერთმანეთში აბურდვას. molecular repair hair oil არის ბიოტექნოლოგიურად დამზადებული საოცრად მსუბუქი პროდუქტი, რომელიც თმის გაძლიერების პარალელურად, არბილებს მას და დაუმორჩილებელი თმის მოსაწესრიგებლად მყისიერი მოქმედების ხანგრძლივ გამოსავალს გვთავაზობს.

K18-ის ბიოტექნოლოგიური მიღწევა - molecular repair hair oil - ემყარება მოლეკულურად აღმდგენ ტექნოლოგიას და უკვე სარგებლობს სტილისტების სიყვარულით. მასში შემავალი, სპეციალური K18PEPTIDE ™ მუშაობს დაზიანებული თმის გასაუმჯობესებლად მოლეკულურ სიღრმეზე და ეფექტურად ებრძვის თმის აბურდვის (აწეწვის, ფრიზის) გამომწვევ დაზიანებებს. თმა ხდება მტკიცე, ძლიერი, ჯანსაღი + გლუვი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მზესუმზირის ზეთი, სპეციალური ნივთიერება ჰემისქუალანი (Hemisqualane) და სქუალანი (Squalane) აძლიერებს თმის ბუნებრივი ტენიანობის ბარიერს 24-საათიანი კონტროლისთვის*, 78%-ით ამცირებს გაყოფილ ბოლოებს*, გაძლევთ 104%-ით მეტ ბზინვარებას* და აცოცხლებს თმის ფერს თმის დამძიმების გარეშე. მასში შემავალ ავოკადოს ზეთს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წვის წერტილი და შესაბამისად, ხელს უწყობს მაღალი ტემპერატურისგან 450°F (232°C) დაცვას, რათა თავიდან იქნას აცილებული თმის შემდგომი დაზიანება და თმა იყოს ჯანმრთელი და ძლიერი.

molecular repair hair oil - თმის მოლეკულურ დონეზე აღმდგენი ზეთი უნაკლოდ ერგება K18 რუტინას. მისი გამოყენება შეიძლება, როგორც სველ, ისევე მშრალ თმაზე. ამასთან მასში შემავალი ბიომიმეტიკური K18PEPTIDE™-ს სასარგებლო ეფექტის გასაძლიერებლად ამ მაღალკონცენტრირებული ზეთის წასმა შეგიძლიათ K18-ის სასალონე პროცედურის დასრულების ან სახლში მოლეკულური აღმდგენი თმის ნიღბის გამოყენების შემდეგ. ვარცხნილობის გაკეთების შემდეგ, მშრალ თმაზე პროდუქტის მეორედ წასმა კი მყისიერად აწესრიგებს დაუმორჩილებელ + აბურდულ თმას, მატებს მას ბზინვარებას და ამცირებს გაყოფილ ბოლოებს.

ყველა ტიპის თმისთვის განკუთვნილი, ბიოტექნოლოგიური ტექნოლოგიის საშუალებით დამზადებული ზეთი, აძლიერებს, აჯანსაღებს, ბზინვარებას ანიჭებს თმას და გეხმარებათ სასურველი ვარცხნილობის შექმნაში.

BRAND:
K18
858511001586
414 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები