Leonor Greyl სკალპის სიღრმისეული წმენდა ცხიმიანი და თხელი თმისთვის
HUILE GERME DE BLÉ - სკალპის სიღრმისეული წმენდა ცხიმიანი და თხელი თმისთვის
უნიკალური "ყველაფერი-ერთში" თმის მოვლის საშუალება, რომელიც ანაცვლებს შამპუნს.
ამაგრებს თმას და აცოცხლებს სკალპს.
ხელს უშლის ზედმეტი ცხიმის დაგროვებას.
მატებს თმას მოცულობას.
განკუთვნილია: უსიცოცხლო თმისთვის, ცხიმიანი სკალპისთვის.
Huile Germe de Blé შეიქმნა 1968 წელს და გზა გაუხსნა ბრენდის ექსპერტიზას თმის მოვლის სფეროში. იმ პერიოდში ზეთის გამოყენება ცხიმიანი თმისა და უსიცოცხლო სკალპის დასაბალანსებლად ავანგარდულად და ინტუიციის საპირისპირო იდეად ითვლებოდა. მაგრამ, გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, ზეთის გამოყენება საუკეთესო გზაა როგორც ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად, ისე თმის აღსადგენადაც. ჟან-მარი გრეილმა მაცოცხლებელი თვისებების გამო საკუთარი პროდუქციისთვის ხორბლის ზეთი და ექსტრაქტი აირჩია. ასე შეიქმნა "ბუნებრივი პროდუქტების გამოყენებით ჯანსაღი და გლამურული თმის" კონცეფცია.
ხორბლის კვირტის ზეთი - ესაა უნიკალური პროდუქტი მყისიერი და ხანგრძლივი შედეგებით. გამოირჩევა გამაგრების ეფექტით და აუმჯობესებს უსიცოცხლო სკალპს. წმენდს მტვრევად და თხელ თმას, ანიჭებს მას ბზინვარებას, სიმტკიცესა და მოცულობას. შესაძლებელია მისი ხშირი გამოყენება. ანაცვლებს შამპუნს.
გამოყენების წესი:
4 სუფრის კოვზი პროდუქტი მოათავსეთ შესაბამის ჭურჭელში.
ჯაგრისის გამოყენებით ძლიერად მოურიეთ მასას ერთი წუთის განმავლობაში, რათა პროდუქტი გააქტიურდეს.
წასასმელი ფუნჯის გამოყენებით მასა პირდაპირ სკალპზე, ნაწილ-ნაწილ დაიდეთ.
ნაზად შეიზილეთ წრიული მოძრაობებით პროდუქტის გადანაწილების მიზნით.
გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ისევ დაიმატეთ პროდუქტის ცოტა უფრო მეტი რაოდენობა სკალპზე, რათა ხელი შეუწყოთ ემულსიის გააქტიურებას და კიდევ ერთხელ შეიზილეთ კანზე.
თანდათან დაიმატეთ წყალი თმის ძირებსა და შიდა ნაწილებზე იქამდე, სანამ მასა არ აქაფდება და კარგად ჩამოიბანეთ.
პროდუქტის გამოყენება რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ კი ყოველ მეთხუთმეტე დღეს, რათა თმას სიცოცხლისუნარიანობა შეუნარჩუნოთ.
თუ თქვენი თმის ფერი ზედმეტად მუქია, მაშინ წაისვით Huile Germe de Blé-ს მცირე რაოდენობა მასზე, რათა ფერი ერთი ტონით უფრო გააღიავოს.
პროფესიონალური რჩევა:
თმის გათხელების პრობლემისას წასმამდე პროდუქტს Concentré Energétique (50%/50%) შეურიეთ. საუკეთესო შედეგების მისაღებად დამატებით გამოიყენეთ ნიღაბიც თმის შუა ნაწილსა და ბოლოებზე.