DEPOT 105 თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი

თმის ცვენის საწინააღმდეგო თმის გამამაგრებელი შამპუნი

ნაზად წმენდს თმასა და თავის კანს ნივთიერებათა ბუნებრივი ბალანსის დარღვევის გარეშე.  სპეციალურად განკუთვნილია სუსტი, გამოთხელებული და ნაკლებ სიცოცხლისუნარიანი თმისთვის. დამზადებულია სურფაქტანტებით, ზედაპირზე აქტიური ფაქიზი ნივთიერებებით. არ შეიცავს ნატრიუმის ლაურეტ სულფატებს (SLES).

ზედაპირზე მოქმედი ფაქიზი ნივთიერებები (სურფაქტანტები) - ინოვაციური გამწმენდი ინგრედიენტების დაბალანსებული ნარევი კანის თანაზომიერი წმენდისთვის.

ინდური ტროპიკული ხის, კინოს ექსტრაქტი - აქვს დამცავი ფუნქცია და ხელს უშლის გლიკაციის პროცესს (გლუკოზისა და ფრუქტოზის შეერთებას კოლაგენის მოლეკულასთან, რაც იწვევს კანის დაბერებას). ამცირებს თავისუფალი მოლეკულების მიერ უჯრედის კედლის დაზიანების შანსს და გამოირჩევა დამამშვიდებელი მოქმედებით.

სპეციალური ბოტანიკური კომპლექსი - 5 სხვადასხვა მცენარეული ექსტრაქტის მიქსი, რომელიც გამოირჩევა სასარგებლო და მრავალმხრივი მოქმედებით თმასა და თავის კანზე.

მულტივიტამინების: B5,B6,C,E და PP ნაერთი - ანტიოქსიდანტური, ენერგიის აღმდგენი და მკვებავი ეფექტით.

ევკალიპტოლი - აუმჯობესებს კანის შეფერილობასა და ტონუსს. ანიჭებს მას სასიამოვნო სურნელებასა და სიგრილეს.

სორბიტოლი და გლიცერინი - დამატენიანებელი ნივთიერება ტენიანობის დონის შემანარჩუნებელი ეფექტით.

დაიდეთ სველ თმაზე და აიქაფეთ. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ მოქმედება. კიდევ უფრო სრულყოფილი ეფექტისთვის განაგრძეთ რუტინა NO. 205 გამამაგრებელი საშუალებით. 

მოცულობა: 250 მლ


BRAND:
DEPOT
8032274011835
51 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები