DEPOT 107 თეთრი თიხის ცხიმის მაკონტროლებელი შამპუნი
თეთრი თიხის შამპუნი ცხიმიანი თმისა და თავის კანისთვის.
დამზადებულია ზედმეტად ცხიმიანი თმისაგან გამოწვეული დისკომფორტის შესამცირებლად. აქვს დაბალანსებული გამწმენდი მოქმედება, ცხიმის რეგულირების უნარი, ამცირებს ტოქსინებს და ანეიტრალებს თავის კანზე არსებულ ყოველგვარ უსიამოვნო სუნს.
ზედაპირზე მოქმედი სპეციალური აქტიური ნივთიერება - ეფექტური გამწმენდი თვისებებით.
კაოლინი - ბუნებრივი თიხა, შეიწოვს ცხიმს და გამოყოფს მნიშვნელოვან და საჭირო მიკროელემენტებს თმისა და თავის კანის მოსამარაგებლად.
კაპრილოილის ამინომჟავა-გლიცინი - ებრძვის ზედმეტი ცხიმის გამოყოფას.
ტირიფის ქერქის ექსტრაქტი - მატონიზირებელი, გამომაცოცხლებელი, გამაგრილებელი ნივთიერება კანის შემკვრელი და სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტით.
პიტნის ეთერზეთი - მატონიზირებელი, გამაგრილებელი და გამაჯანსაღებელი საშუალება სასიამოვნო არომატისთვის.
მელისას (ბარამბოს) თესლი - დამარბილებელი და დამამშვიდებელი მოქმედებით.
ფორთოხლის ეთერზეთი - თავის კანის კონდინცირებისა და საოცრად არომატული სურნელისთვის.
ჩინური დარიჩინის ეთერზეთი - მეტი სასიმოვნო არომატისთვის.
გლიცერინი - დამატენიანებელი ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს თმის ტენიანობის დონის შენარჩუნებასა და რეგულირებას.
წაისვით სველ თმასა და სკალპზე და აიქაფეთ. გაიჩერეთ 2-3 წუთის განმავლობაში, რათა მასში შემავალ ნივთიერებებს უკეთ მოქმედების საშუალება მიეცეს. კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მოცულობა: 250 მლ