REVOX B77 სალიცილის მჟავა სკალპისთვის

REVOX B77 JUST 2% სალიცილის მჟავა სკალპისთვის ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი თავის კანის გამწმენდი შრატია. ეფექტური 2%-იანი ბეტაჰიდროქსმჟავა (BHA) ნაზად ქერცლავს და ასუფთავებს სკალპს, ხელს უწყობს ცხიმის გამომუშავების რეგულირებას და ებრძვის თავის კანზე არსებულ აკნეს. დამამშვიდებელი მოქმედების ფორმულირებული ჩაის ხის ზეთისა და დამატენიანებელი ბეტაინის საშუალებით, სკალპსა და თმასაც უფრო სუფთასა და ჯანსაღს ხდის. მსუბუქი სილიკონებისგან თავისუფალი ფორმულა აღწევს თავის კანში ცხიმიანი შეგრძნების დატოვების გარეშე. პროდუქტი ეხმარება აკნესადმი მიდრეკილ სკალპს და სასარგებლოა ყველა ტიპის თმისთვის.

მითითება: წაისვით 6-7 წვეთი მშრალ სკალპზე და ნაზად შეიზილეთ. გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლისა და არაინტენსიური მოქმედების შამპუნის გამოყენებით. მოიხმარეთ კვირაში ერთხელ ან საჭიროებისდა მიხედვით.

გაფრთხილება: ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს არატოლერანტულობა რომელიმე ნივთიერების მიმართ, ამიტომაც პირველ გამოყენებამდე რეკომენდებულია შემცველობისადმი მგრძნობელობის ტესტის ჩატარება. დისკომფორტის შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება. არ წაისვათ მგრძნობიარე, გაღიზიანებულ, ანთების მქონე ან აქერცლილ კანზე, პილინგის და სკრაბის გამოყენების შემდეგ. თუ იგრძნობთ ჩხვლეტის ან წვის შეგრძნებას, პროდუქტი დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლით. თუ წვის შეგრძნება დიდხანს გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს. მოარიდეთ თვალის მიდამოს. პროდუქტის თვალში მოხვედრის შემთხვევაში, მყისიერად ჩამოიბანეთ იგი დიდი რაოდენობით წყლით.

BRAND:
REVOX B77
5060565105874
34 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები