REVOX B77 რეტინოლის შრატი გამაერთიანებელი აღმდგენი
შეიცავს A ვიტამინს (რეტინოლს), ზეთების ნაზავსა და ვიტამინ E-ს, რომელიც უზრუნველყოფს კანის გაღიავებას, მის ხანგრძლივ ბზინვარებას, ელასტიურობასა და სიგლუვეს. ულტრა მსუბუქი ფორმულის მეშვეობით, პროდუქტი სწრაფად შეიწოვება კანში. რეტინოლი ამცირებს როგორც წვრილ ხაზებს, ისე კანის დაბერებითა თუ მზის ზემოქმედებით გამოწვეულ სხვა ნიშნებს.
რა არის რეტინოლი? უჯრედები რეტინოლს (A ვიტამინს) თავისით ვერ წარმოქმნიან, ამიტომაც მისი მიწოდება კანის მოვლის საშუალებებითაა საჭირო. იგი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი და მუშაობს ღრმად, უჯრედულ დონეზე. სწორედ ამ გზით უზრუნველყოფს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, რის შედეგადაც ამცირებს უჯრედების დაბერების შანსს და არეგულირებს ცხიმის გამომუშავების პროცესს.
მითითება: უხვად წაისვით სახისა და კისრის გაწმენდილ და სრულად მშრალ კანზე, საღამოს საათებში. მოარიდეთ თვალის მიდამოს. თითების მსუბუქად დარტყმის საშუალებით, შეიზილეთ კანში სანამ სრულად არ შეიწოვება. მზისგან დამცავი საშუალება ყოველთვის დილის საათებში გამოიყენეთ. საუკეთესო შედეგისთვის, მოცემული პროდუქტი მოიხმარეთ REVOX B77 რეტინოლ კრემთან ერთად.
გაფრთხილება: რეტინოიდებს შეუძლიათ კანი უფრო მგრძნობიარე გახადონ ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ, ამიტომაც მოერიდეთ მზის პირდაპირ ზემოქმედებას და გამოიყენეთ მზისგან დამცავი პროდუქტები. კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, არ მოიხმაროთ სხვა რეტინოიდებთან ან სუფთა სახის მჟავებთან ერთად. მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს. ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს არატოლერანტულობა რომელიმე ნივთიერების მიმართ. არ წაისვათ გაღიზიანებულ კანზე! გაღიზიანების ან ზედმეტი სიწითლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ გამოყენება. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. განკუთვნილია მხოლოდ გარე მოხმარებისთვის!
მოცულობა: 30 მლ