REVOX B77 JUST გლიკოლის მჟავა 20%

ექსფოლიანტი. ძლიერმოქმედი პილინგის ხსნარი, რომელიც კანის ძველი უჯრედების ნაზად აქერცვლითა და უჯრედების განახლების სტიმულირებით ატონიზირებს კანს, ათანაბრებს მის ტექსტურას და აბალანსებს კანის შეფერილობას.

REVOX B77 JUST GLYCOLIC ACID 20% - ეს არის მატონიზირებელი ხსნარი სახისა და ყელისთვის. გლიკოლის მჟავა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ხშირად გამოყენებული ალფა ჰიდროქს მჟავათა ჯგუფში (AHAs). მისი მოლეკულები ყველაზე მცირეა AHA მჟავებს შორის და, აქედან გამომდინარე, იგი უკეთ შეიწოვება კანში. კანის შიგნით მარტივად შეღწევის შემდეგ გლიკოლის მჟავა წყვეტს ბმას კანის ძველ უჯრედებს შორის და ათავისუფლებს მათ, რითიც შესაძლებელი ხდება მათი აქერცვლა. რუტინული და თანმიმდევრული გამოყენებისას, ის ხელს უწყობს კანის განახლების პროცესის დაჩქარებასა და ზედაპირზე ახალი კანის ფენის გამოტანას, რის შედეგადაც კანი გამოიყურება უფრო სუფთად და ახალგაზრდულად.

მითითება:წაისვით 4-5 წვეთი სუფთა და სრულიად მშრალ კანზე, საღამოს საათებში. მოარიდეთ თვალის არეს და ნაზად შეიზილეთ კანზე. 10-15 წუთის შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ წყლით. დაელოდეთ კანის გაშრობას მომდევნო პროდუქტის გამოყენებამდე.

გამოიყენეთ კომბინაციაში: REVOX B77 JUST 100%-იან არგანის ზეთთან, REVOX B77 JUST Blend ზეთთან ან REVOX B77 JUST 20% C ვიტამინთან, როგორც თქვენი თავის მოვლის რუტინის ნაწილი, რათა გამოკვებოს და დაიცვას კანი ზედმეტად გამოშრობისგან.

შემადგენლობა: წყალი / აკვა, გლიკოლის მჟავა, პროპილენ გლიკოლი, კალიუმის ჰიდროქსიდი, ქსანთანის რეზინა, PPG-1-PEG-9 ლაურილ გლიკოლის ეთერი, ფენოქსიეთანოლი, დინატრიუმის EDTA.

გაფრთხილება: არ წაისვათ გაღიზიანებულ ან დაზიანებულ კანზე. მოერიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას და გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება REVOX B77 JUST AHA Acids 30% გამოყენებისას და გამოყენებიდან ერთი კვირის განმავლობაში. ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს არატოლერანტულობა რომელიმე ნივთიერების მიმართ. თუკი ამ მხრივ დისკომფორტს იგრძნობთ, შეწყვიტეთ პროდუქტის მოხმარება.

პირველ გამოყენებამდე რეკომენდებულია პროდუქტის შემცველობისადმი მგრძნობელობის განსაზღვრა ტესტის საშუალებით: პროდუქტის 1-2 წვეთი წაისვით იდაყვის მცირე ზონაზე, გაიჩერეთ 15 წუთით და კარგად ჩამოიბანეთ წყლით. თუ 24 საათის შემდეგ გაღიზიანება არ შეინიშნება, პროდუქტი გამოსაყენებლად უსაფრთხოა. არ წაისვათ გახურებულ, მზით დამწვარ ან გაღიზიანებულ კანზე. თუ იგრძნობთ ჩხვლეტის ან წვის შეგრძნებას, პროდუქტი დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით. თუ წვის შეგრძნება მაინც გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.

არ შეურიოთ: სხვა სუფთა მჟავებს ან A ვიტამინებს, რათა დაიცვათ კანი ზედმეტი გამოშრობისა და გაღიზიანებისგან.

სასარგებლოა:

ყველასთვის - დაუყოლიებელი და არც თუ ისე მგრძნობიარე კანით.

საუკეთესოა: კომბინირებული, ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის.

გამოიყენეთ მხოლოდ საღამოს საათებში გაწმენდის შემდეგ

მოცულობა: 30 მლ



BRAND:
REVOX B77
5060565101425
34 
არ არის გაყიდვაში
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები