REVOX B77 JUST 2%-იანი სალიცილის მჟავა წყლის გარეშე

REVOX B77 JUST 2%-იანი სალიცილის მჟავა წყლის გარეშე - ეს არის პილინგის ხსნარი სახისა და კისრისთვის. სალიცილის მჟავა ბეტა ჰიდრომჟავაა (BHA), რომელიც ეფექტურად გამოიყენება სიღრმისეული ექსფოლაციისთვის, ფორების გასუფთავებისა და აკნეს წინააღმდეგ საბრძოლველად. შრატი დამზადებულია სკუალანის ბაზაზე, რათა უზრუნველყოს მაქსიმალური კომფორტი და გამორიცხოს კანის გაღიზიანება ამ ეფექტური, თუმცა ნაზი ექსფოლაციისას. სკუალანი (Squalane) - ეს არის კანის იდენტური ბუნების მქონე არაკომედოგენური დამატენიანებელი ნივთიერება, რომელიც არ ჭედავს ფორებს და ხელს უწყობს ცხიმის გამომუშავების რეგულირებას. მისი სწრაფად შეწოვადი ფორმულა, რომელიც არ ტოვებს ცხიმოვან ნარჩენს, მშრალი ზეთი გეგონებათ. პროდუქტის გამოყენების შემდეგ კანი ხდება სუფთა, რბილი და გლუვი. ებრძვის ლაქებსა და აქტიურად მიმდინარე აკნეს. განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის.

არ გამოიყენოთ კომბინაციაში: სხვა სუფთა სახის მჟავებთან და ზეთებთან.

მითითება: წაისვით 1-2 წვეთი გაწმენდილ და მშრალ კანზე, მოარიდეთ თვალის მიდამოს. გამოიყენეთ საღამოს საათებში, კვირაში რამდენჯერმე ან საჭიროების მიხედვით, ლაქების სამკურნალოდ. წაისვით SPF დილის საათებში.

გაფრთხილება: ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს არატოლერანტულობა რომელიმე ნივთიერების მიმართ, ამიტომაც პირველ გამოყენებამდე რეკომენდებულია შემცველობისადმი მგრძნობელობის ტესტის ჩატარება. თუ 24 საათის შემდეგ გაღიზიანება არ შეინიშნება, პროდუქტი გამოსაყენებლად უსაფრთხოა. დისკომფორტის შემთხვევაში, შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება. არ წაისვათ მგრძნობიარე, გაღიზიანებულ, ანთების მქონე ან აქერცლილ კანზე. თუ იგრძნობთ ჩხვლეტის ან წვის შეგრძნებას, პროდუქტი დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლით. თუ წვის შეგრძნება დიდხანს გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს. მოარიდეთ თვალის მიდამოს. თვალში მოხვედრის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ იგი დიდი რაოდენობით წყლით.

მოცულობა: 30 მლ

ბრენდი:
REVOX B77
5060565105683
34 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები