REVOX B77 JUST ვიტამინი C 2% სუსპენზია
ანტიოქსიდანტი. დამატენიანებელი, რომელიც დატენიანების პარალელურად ანათებს თქვენს კანს, ხელს უწყობს წვრილი ხაზების შემცირებას, კანის ელასტიურობის გაუმჯობესებასა და კოლაგენის გამომუშავებას.
REVOX B77 JUST VITAMIN C 2% სუსპენზია - ეს არის კანის გამანათებელი ეფექტის მქონე დამატენიანებელი სახისა და კისრისთვის. C ვიტამინი ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური და კოლაგენის გამაძლიერებელი მოქმედებით. მისი SAP დევირატი (ნატრიუმის ასკორბინ ფოსფატი) ეფექტურადაა ინტეგრირებული კანის მოვლის საშუალებებში, რათა C ვიტამინის ყველაზე სასარგებლო თვისებები და გამალამაზებელი ეფექტი მაქსიმალურად წამოსწიოს და კანის ჯანსაღი და ბზინვარე იერიც განაპირობოს. დამატენიანებელი სუსპენზია გაჯერებულია დამამშვიდებელი მოქმედების კომპლექსით. მასში გვხვდება ზეითუნის ზეთი დამატებითი ანტიოქსიდანტური ეფექტისთვის და კანის დამარბილებელი ალანტოინი დამამშვიდებელი შეგრძნებისთვის. პროდუქტის ტექსტურა რბილი და მარტივად შეწოვადია. იგი ეფექტურად ებრძვის სახის არათანაბარ შეფერილობას, სიმშრალეს და დაბერების ნიშნებს. განსაკუთრებით სასარგებლოა დაღლილი და უსიცოცხლო კანისთვის. გამოიყენეთ REVOX B77 JUST Marine Collagen + HA-სთან კობინაციაში კანის დაბერების საწინააღმდეგო მოქმედების გასაძლიერებლად.
მითითება: ნაზად წაისვით მცირე რაოდენობით პროდუქტი გაწმენდილ და მშრალ კანზე. მოარიდეთ თვალის მიდამოს. გამოიყენეთ დამატენიანებელი დილას ან საღამოს, შრატის შემდეგ.
შემადგენლობა: წყალი / აკვა, ცეტერილის სპირტი, გლიცერინი, გლიცერილის სტეარატი, იზოპროპილ მირისტატი, ეთილექსილის სტეარატი, ცეტეარეთ-20, ვიტამინი C / ნატრიუმის ასკორბილ ფოსფატი, ზეითუნის ზეთი / ოლეა ევროპაეას ხილის ზეთი, ალანტოინი, ფენოქსიადეტი 4-ჰიდროქსიჰიდროცინამა-ტე, დიმეთიკონი, დინატრიუმის EDTA.
გაფრთხილება: თუ თქვენ იყენებთ გლიკოლის მჟავას, სალიცილის მჟავას ან რეტინოლის პროდუქტებს, REVOX B77 JUST Vitamin C 2% სუსპენზიის გამოყენებამდე, დაუცადეთ დროის გასვლას, რათა თავიდან აიცილოთ ჩხვლეტა ან სიწითლე. არ შეურიოთ პეპტიდურ პროდუქტებს. ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს არატოლერანტულობა რომელიმე ნივთიერების მიმართ, ამიტომაც გამოყენების წინ რეკომენდირებულია ტესტის ჩატარება პროდუქტის შემცველობისადმი მგრძნობელობაზე. თუ იგრძნობთ ჩხვლეტის ან წვის შეგრძნებას, პროდუქტი დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით. თუ წვის შეგრძნება დიდხანს გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გამოიყენეთ დილით და/ან საღამოს, გაწმენდისა და წყალზე დამზადებული შრატების შემდეგ. არ გამოიყენოთ პეპტიდებთან კომბინაციაში.
სასარგებლოა:
ყველასთვის.
საუკეთესოა:
უსიცოცხლო კანისთვის არათანაბარი შეფერილობითა და დაბერების ნიშნებით.
მოცულობა: 30 მლ