DEPOT 406 გამჭვირვალე საპარსი გელი ფუნჯის გარეშე გამოსაყენებლად
საპარსი გელი ფუნჯისა და აქაფების გარეშე.
გაძლევთ საშუალებას სწრაფად და მარტივად „ხატოთ“ თქვენს სახეზე: გამოკვეთოთ სწორი ხაზები, დეტალები, თქვენი თმის, წვერის, ულვაშისა თუ „ბლანჟეს“ კონტურები. გაძლევთ იდეალურ ვიზუალს და შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სამართებლით, ისე ელექტო-საპარსით პარსვისას. გელი ამსუბუქებს და აადვილებს საპარსისა და სამართებლის ჩამოსმას. არბილებს და აახლებს თქვენი სახის კანს.
სორბიტოლი - კანის დამატენიანებელი და მაკონდენცირებელი საშუალება. ხელს უწყობს ტენიანობის დონის შენარჩუნებასა და კანის ჰიდრატირებას. იცავს მას გამოშრობისგან.
ალოე ვერას წვენი - აღადგენს, არბილებს და აახლებს კანს.
ბოტანიკური კომპლექსი - 10 სხვადასხვა მცენარეული ექსტრაქტის მიქსი, რომელიც გამოირჩევა სასარგებლო ეფექტით თმის ბოჭკოებზე.
ევკალიპტოლი - აგრილებს კანს, ანიჭებს სურნელს და აუმჯობესებს მის შეფერილობას.
მენთოლი - გამაგრილებელი და დამარბილებელი მოქმედება სასიამოვნო სურნელით.
გლიცერინი - დამატენიანებელი ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს თმისა და კანის ტენიანობის დონის შენარჩუნებასა და რეგულირებას. ხდის კანს რბილსა და დრეკადს.
დაისველეთ სახე თბილი წყლით და გადაინაწილეთ პროდუქტი გასაპარს ზონებზე. გაიპარსეთ ჩვეულებისამებრ. ჩამოიბანეთ და წაისვით პარსვის შემდგომი საშუალება.
მოცულობა: 100 მლ