K18 თმის აღმდგენი პროფესონალური ნაკრები

ნაკრები მოიცავს:  15 მლ იანი ნიღაბს და 30 მლ იანი მისტს


პეპტიდების შემცვლელი მსუბუქი სპრეი შექმნილია თმისთვის ქიმიური პროცედურების

დროს შესაძლო დაზიანებების თავიდან ასარიდებლად. pH დონე 7.5 – 8 ხსნის თმის კუტიკულას გარსს, რითიც აღწევს თმის კორტექსის ქვეშ და ამარაგებს მას K18PEPTIDE™-ით მოლეკულურ დონეზე არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად. 

1.ოდნავ დაასველეთ თმა წყლით

 2. გაყავით თმა 4 ნაწილად, 6-12-ჯერ შეისხურეთ K18 PRO სპრეი თითოეულ მეოთხედზე თმის სიგრძისა და სისქის მიხედვით, ისე რომ თმა გახდეს ოდნავ ნესტიანი.
3. გააჩერეთ 4 წუთი. არ ჩამოიბანოთ.
4. გაიმშრალეთ თმა და განაგრძეთ პროცესი ჩვეულებისამებრ.
5. დაიდეთ შამპუნი, აღარ გამოიყენოთ კონდიციონერი და გაიშრეთ თმა პირსახოცით
6. პროცედურიდან გამომდინარე, გამოიყენეთ K18 PRO mask PRO სერვისის დასრულებისთვის.

პეპტიდების შემცველი თმის ნიღაბი შექმნილია თმის გაღიავების, შეღებვის, სალონში ჩატარებული ქიმიური პროცედურებისა და
ტემპერატურის შედეგად მიღებული დაზიანებების აღსადგენად. pH დონე 5.0-6.0 ხურავს თმის კუტიკულას გარსს, რითიც აკავებს K18PEPTIDE™-ს თმის საფარის შიგნით, ახლებური სიძლიერის + ელასტიურობის მისაღწევად. 

1.წაისვით შამპუნი, აღარ გამოიყენოთ თმის კონდიციონერი და კარგად გაიშრეთ თმა პირსახოცით. 

2. გაყავით თმა თანაბარ ნაწილებად.
3. წაისვით K18 PRO mask 1 დაჭერა და საჭიროებისამებრ დაამატეთ მეტი თმის სიგრძის, სისქისა და მდგომარეობის გათვალისწინებით. მაღალკონცენტრირებული ფორმულიდან გამომდინარე, არ შეიზილოთ 3-ზე მეტჯერ. თანაბრად გადაინაწილეთ თმის ბოლოებიდან ძირებამდე.
4. გააჩერეთ 4 წუთი გასააქტიურებლად. არჩამოიბანოთ.

5. გაიკეთეთ სასურველი ვარცხნილობა.

თმა ზიანდება სალონის გარეთაც - ამიტომ უნდა გამოიყენოს მომხმარებელმა K18-ის ნიღაბი სახლის პირობებშიც. გაჯანსაღებული თმის ბაზის საშუალებით, პროცედურებს უფრო ხანგრძლივი შედეგი აქვს და სტილისტებს შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებელს შემდეგი ვიზიტისას შესთავაზოს მეტი სერვისი. K18 ნიღაბი გვხვდება 3 სხვადასხვა ზომით, რათა ყველანაირ ბიუჯეტს მოერგოს.

რა არის K18-ის ნიღაბი?

 K18-ის ნიღაბი ესაა პეპტიდებით მოქმედი მოვლის საშუალება ჩამობანვის გარეშე, რომელიც აღადგენს
დაზიანებულ თმას სულ რაღაც 4 წუთში. იმუშავებს ჩემს თმაზე? მოლეკულურ დონეზე ყველა თმა ერთნაირია (სწორედ აქ
აკეთებს K18PEPTIDE™ თავის საქმეს), შესაბამისად, ნიღაბი იმუშავებს ყველა ტიპის თმის განახლებისთვის - დიახ, 3-4C ტიპისთვისაც კი. ამასთან, K18-ის ნიღაბი თავსებადია ყველა პროდუქტთან და ადვილად ერგება ნებისმიერ რუტინას.

რატომ უნდა გამოვიყენო K18-ის ნიღაბი? 

ქიმიური პროცედურები, თერმო სტილისტიკა, ცხელი ჰაერით გაშრობა... ჩვენს თმას რა აღარ გამოუცდია. K18PEPTIDE™ ხელახლა აკავშირებს დისულფიდურ ბმებს და გაწყვეტილი პოლიპეპტიდების (კერატინის) ჯაჭვს, რათა აღადგინოს თმის მთლიანობა და სიჯანსაღე მისი სიძლიერისა და ელასტიურობის გაუმჯობესებით.  

როგორ გამოვიყენო?
თმის რუტინა ოდნავ განსხვავებულია K18 ნიღაბის გამოყენებისას. ნაკლები საფეხური + მეტი
თვითგამოხატულება თმის დაზიანების გარეშე.
• გამოიყენეთ შამპუნი. გამოტოვეთ კონდიციონერი
• ნაზად შეიმშრალეთ თმა პირსახოცით
• ჩამოისხით ნიღბის მასა ერთხელ და გადაინაწილეთ ხელებზე. • თანაბრად დაიდეთ პროდუქტი თმაზე - თმის ბოლოებიდან ძირებამდე.
• საჭიროების შემთხვევაში დაიმატეთ მასა მაქსიმუმ 3 დაჭერა
• დაიცადეთ 4 წუთით დავარცხნამდე + ვარცხნილობის გაკეთებამდე, რათა მიიღოთ სასურველი შედეგი + შეგრძნება
• გააკეთეთ ის, რაც გინდათ. არ საჭიროებს ჩამობანას.

რამდენად ხშირად გამოვიყენო?
გამოიყენეთ პირველი 4-6 დაბანისას, შემდეგ გადადით შენარჩუნების რეჟიმზე და განაგრძეთ გამოყენება საჭიროებისამებრ მომხმარებლის თმის მდგომარეობისა და დაზიანების გათვალისწინებით.

და თმის კონდიციონერი?
აუხსენით მომხმარებელს, რომ არა „თუ“, არამედ როცა კონდიციონერი ტოვებს თმის გარსს, ის ხელს უშლის ჩვენს ბიომიმეტიკურ პეპტიდებს თმის შიდა ფენების დაზიანებულ ადგილებზე შეღწევაში. გამოტოვეთ თმის კონდიცირება და დაუთმეთ გზა K18PEPTIDE™-ს. მას შემდეგ, რაც 4 წუთიანი ლოდინი დამთავრდება, თავისუფლად გამოიყენეთ თმის კონდიციონერი ან
სხვა თმის მოვლის საშუალება.
პროფესიონალური რჩევა: თუ თქვენი მომხმარებელი იყენებს სხვა თმის პროდუქტებს, შესთავაზეთ
მას PPEPTIDE PREP™ detox შამპუნი K18 PRO პროცედურის ან ნიღბის გამოყენების წინ, რათა პეპტიდებმა უფრო ეფექტურად შეაღწიონ თმაში.  

BRAND:
K18
858511001449
249 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები