it's a 10 Miracle კონდიციონერი ხვეული თმისთვის ჩამობანვის გარეშე

ახალი აღმოჩენა საუცხოო ხუჭუჭა, ხვეული თუ სწორი ვარცხნილობის მისაღებად.

არაფერია იმაზე მიმზიდველი, ვიდრე ბზინვარე, გლუვი და რბილი თმა. It’s a 10 Miracle Leave -In კონდიციონერი განიჭებთ თავისუფლებას, რომ გამოსცადოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ვარცხნილობა და იმიჯი თმის მუდამ გასაოცარი მდგომარეობით, სწორედ ისეთით, როგორსაც It’s a 10-ისგან მოელით. თვალისმომჭრელი ნაწნავები აბურდული თმის ღერების გარეშე, ზაფხულის ტალღოვანი თმები რბილ და დატენიანებულ მდგომარეობაში, მოქნილი და მოძრავი ხვეულები თუ გლუვი გასწორებული თმები - ყველაფერი ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთი პროდუქტის გამოყენებით. კონდიციონერში შემავალი ღრმა დამატენიანებელი ნივთიერებების საშუალებით, თმა რბილდება და თმის ღერები იხურება, რაც მას მეტ ბზინვარებასა და სიმტკიცეს ანიჭებს. აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ფიქსაციის თვისების წყალობით, პროდუქტმა შეიძლება გელი ან თმის სპრეიც ჩაგინაცვლოთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი რამის გასაკეთებლად, რადგან თქვენი თმა მხოლოდ და მხოლოდ გაუმჯობესდება ამ კონდიციონერის ყოველ გამოყენებაზე.

10 სხვადასხვაგვარი სარგებელი თითოეულ ბოთლში:

1. კვეთს და აძლიერებს ბუნებრივ ხვეულებს

2. აღადგენს თმის ბზინვარებას

3. ფორმას აძლევს კულულებს

4. ასწორებს თმის აბურდულ ნაწილს

5. მყისიერად აწესრიგებს ერთმანეთში ახლართულ თმებს

6. თმას ხდის აბრეშუმისებრს

7. კვებავს თმას

8. გამოირჩევა მსუბუქი ფორმულით

9. თმას ხდის ნაკლებ მტვრევადს

10. აქვს თერმოდამცავი მოქმედება

ჩვენი საავტორო ნაზავი:

  • ავოკადოს ზეთი: აღადგენს თმას და ღრმად აკონდეცირებს მას
  • ქოქოსის ზეთი: ხელს უწყობს თმისა და სკალპის დატენიანებას და პარალელურად ამცირებს თმის დაზიანებას
  • შიის კარაქი: ხელს უწყობს თმის ღერების დარბილებასა და დატენიანებას
  • მონოის ექსტრაქტი: ამშვიდებს სკალპს და აჯანსაღებს თმის ღერებს, იცავს მათ ულტრაიისფერი სხივებისგან და გარე დაზიანებისგან

ჩვენი საავტორო ფორმულა კვებავს თმას ვიტამინებით. სწორედ მათი საშუალებით ძლიერდება, რბილდება თმა და ხდება უფრო მარტივად მართვადი. ჩვენი ხვეული თმის კოლექცია აბალანსებს ტენიანობის დონეს და ხელს უწყობს თმის გაუმჯობესებას ყოველი გამოყენებისას, ყოველგვარი დამძიმებისა თუ პროდუქტის შერჩენის გარეშე.

პროფესიონალური რჩევა:

გამოიყენეთ პროდუქტი შხაპის შემდგომ, რათა უკეთ შეძლოთ ერთმანეთში ახლართული თმის ღერების მოწესრიგება. შეისხურეთ ის სველი თმის მთელ სიგრძეზე ან მშრალ თმაზე, თუკი თმის გამოცოცხლება გსურთ. ეფექტურად მოქმედებს ბუნებრივად ხვეულ, ხუჭუჭა, ტალღოვან და დაწნულ თმებზე. ვარცხნილობის გასაკეთებლად ცხელი ჰაერის ნაკადის გამოყენების შემთხვევაში ის იდეალურად დაიცავს თმას.


მოცულობა: 59 მლ/ 295 მლ

ბრენდი:
IT'S A 10
მლ:
59 მლ
850011058275
58 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
  • View all options as list
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები