It's a 10 Miracle სპრეი ბზინვარებისთვის
It's a 10 Miracle სპრეი ბზინვარებისთვის სულ რაღაც ერთი შესხურებით უზრუნველყოფს თქვენს თმას ბზინვარებით, დაცვითა და სიმტკიცით. იდეალურია ნებისმიერი თმის ტიპისთვის რუტინის ბოლო, დამამთავრებელ შტრიხად. It's 10 Miracle სპრეი მარტივი და ეფექტური გზაა ჯანსაღად ბზინვარე თმის მისაღებად. თანაბრად ეფექტურია როგორც სველ, ისე მშრალ თმაზეც. აღსანიშნავია, რომ პროდუქტში გამოყენებულია ძლიერი ბუნებრივი ინგრედიენტები, რომელთა საშუალებითაც ის ეხმარება სწორ ან ხვეულ თმას და თან აჯანსაღებს თმის ღერებს, რათა თმის ბუნებრივი ბზინვარება წინ წამოსწიოს.
ძირითადი შემადგენლობა: გვირილის ექსტრაქტი, აბრეშუმის ამინომჟავები, ნონის ექსტრაქტი, ილანგ ილანგის ექსტრაქტი, კანაფის ზეთი, წითელი ჩაის ექსტრაქტი, ბაბასუს თესლის ზეთი.
მოცულობა: 118 მლ