REVOX B77 JUST მულტიპეპტიდები თმისთვის

დანაზოგი 26%

თმის მოვლა. ძლიერი პეპტიდური შრატი სკალპისთვის, რომელიც შექმნილია თმის ფოლიკულების გაძლიერებისა და სტიმულირებისთვის. სკალპისა და თმის კონდიცირებასთან ერთად, ის აუმჯობესებს თმის სისქესაც.

REVOX B77 JUST მულტიპეპტიდები თმისთვის. ეს არის შრატი თმის სიმკვრივისთვის, რომელიც ატონიზირებს და ასტიმულირებს თმის ფოლიკულებს, აუმჯობესებს თმის სისქეს და ხელს უწყობს მის სიჯანსაღეს. გაუმჯობესებული ფორმულა ბიოტინოილ ტრიპეპტიდთან ერთად, ხელს უწყობს თმის ბოლქვების კერატინოციტების ზრდას და თმას უფრო სავსეს, მკვრივსა და ძლიერს ხდის. ბიოფუნქციური ოლიგოპეპტიდებით მდიდარი Keratrix™ კომპლექსი მოქმედებს თმის ბოჭკოებზე და აუმჯობესებს თმისა და სკალპის საერთო მდგომარეობას. მსუბუქი, სილიკონებისაგან თავისუფალი შრატი მარტივად შეიწოვება სკალპში მისი გაცხიმოვნების გარეშე. პროდუქტი ეფექტურად ეხმარება თხელ, უსიცოცხლო, ნაკლები მოცულობის მქონე თმას და განკუთვნილია ყველა ტიპის თმისთვის.

მითითება: წაისვით 5-6 წვეთი სუფთა და მშრალ სკალპზე და კარგად შეიზილეთ შრატი, სანამ თანაბრად არ გადანაწილდება. გამოიყენეთ პროდუქტი ყოველ საღამოს ჩამობანის გარეშე და გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. მოარიდეთ თვალის მიდამოს.

შემადგენლობა: წყალი / აკვა, გლიცერინი (და) პროვიტამინი B5 / პანთენოლი (და) ბიოტინოილ ტრიპეპტიდი-1 (და) ტრეჰალოზა (და) კაპრილი გლიკოლი (და) ეთილჰექსილგლიცერინი, ჰიდროლიზებული კარბოს ხის თესლის ექსტრაქტი / ჰიდროლიზებული ცერატონიის ექსტრაქტი (სილიკვა და თესლი), სიმინდის სახამებელი / ზეა მაისის სახამებელი (და) ნატრიუმის ბენზოატი (და) კალიუმის სორბატი (და) პოლიკვატერნიუმ-7 (და) გუარ ჰიდროქსიპროპილტრიმონიუმის ქლორიდი, თუთიის გლუკონატი, კოფეინი, ფენოქსიეთანოლი, PPG-1- PEG-9 ლაურიკოლი დინატრიუმი EDTA.

გაფრთხილება: ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს არატოლერანტულობა რომელიმე ნივთიერების მიმართ, ამიტომაც გამოყენების წინ რეკომენდირებულია ტესტის ჩატარება პროდუქტის შემცველობისადმი მგრძნობელობაზე. თუ 24 საათის შემდეგ გაღიზიანება არ შეინიშნება, ე.ი. გამოსაყენებლად უსაფრთხოა. არ წაისვათ გაღიზიანებულ, მზისგან დაწვარ ან დაზიანებულ სკალპზე. თუ იგრძნობთ ჩხვლეტის ან წვის შეგრძნებას, პროდუქტი დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით. თუ წვის შეგრძნება დიდხანს გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.

გამოიყენეთ დატენიანებამდე, ესქფოლაციის მჟავებთან შერევის გარეშე. წაისვით SPF დილით

სასარგებლოა:

ყველასთვის.

საუკეთესოა:

შეთხელებული, უსიცოცხლო და მოცულობის არმქონე თმისთვის.

მოცულობა: 30 მლ


BRAND:
REVOX B77
5060565105294
34 
25 
დანაზოგი: 9 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები