BIOTOP 20 მოცულობის შამპუნი 250მლ
თმის მოცულობის შამპუნი ნაზად ასუფთავებს თხელ და დაბრტყელებულ თმას, ანიჭებს მას მოცულობასა და სისქეს როგორც გარედან, ისე თმის ღერის შიგნიდან -მისი დამძიმების გარეშე. გამდიდრებულია მწვანე ჩაის ექსტრაქტითა და ლიმონის მჟავით, რომელიც მაცოცხლებელი და მკვებავი თვისებებით გამოირჩევა. შამპუნი აღადგენს თმის ელასტიურობასა და ტენიანობის დონეს, აძლევს თმას სირბილეს და ბზინვარებას.
მთავარი უპირატესობები
- თმას მომენტალურად ანიჭებს სისქეს მისი დამძიმების გარეშე
- ხელს უწყობს თმის გაძლიერებას და ხდის მას უფრო სავსეს, მოძრავს
- უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას ნესტისგან
- ანიჭებს თმას ბზინვარებას
- არ აზიანებს თმის ფერს
- შექმნილია SLS, SLES, პარაბენების, ნატრიუმის ქლორიდისა და ცხოველებზე დატესტვის გარეშე
ძირითადი ინგრედიენტები
- მკვდარი ზღვის მინერალები - თმას ხდის უფრო სქელსა და სავსეს
- აბისინის ზეთი - მატებს თმას სიგლუვესა და ბზინვარებას
- მწვანე ჩაის ექსტრაქტი - ასტიმულირებს თმის ფოლიკულს და აუმჯობესებს თმის შესახედაობას
- ლიმონის მჟავა - ხელს უწყობს თმის სრულყოფილ, ჯანსაღ ზრდას
განკუთვნილია
ყველა ტიპის თმისთვის, განსაკუთრებით კი თხელი თმისთვის.
როგორ გამოვიყენოთ:
- გადაინაწილეთ თმის მოცულობის შამპუნის 2-3 ჩამოსხმა ხელებზე
- ააქაფეთ წყლის გამოყენებით და შეიზილეთ თმასა და სკაპლზე
- საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ თმა გაიმეორეთ ყველა მოქმედება
BRAND:
BIOTOP