BIOTOP 69 პრო-აქტიური თმის სუფლე 500მლ
69 პრო-აქტიური თმის სუფლე - ეს არის სასარგებლო ნივთიერებებით გამდიდრებული თმის კრემი ჩამობანის გარეშე, რომელიც ხელს უწყობს თმის დახვევას. ის ფორმას აძლევს კულულებს და გამოკვეთს მათ ბუნებრივ სტრუქტურას ისე, რომ არ ამძიმებს ან აწებოვანებს თმას. შექმნილია რბილი, გამოკვეთილი და მოქნილი კულულების მისაღებად.
მთავარი უპირატესობები:
- აძლიერებს და ფორმას აძლევს ხვეულებს
- მატებს თმას ელასტიურობას და სისქეს
- ატენიანებს თმას, რითიც ხელს უშლის მის აბურდვას
- ანიჭებს თმას ჯანსაღ ბზინვარებას
- არ აზიანებს თმის ფერს
- შექმნილია SLS, SLES, პარაბენების, ნატრიუმის ქლორიდისა და ცხოველებზე დატესტვის გარეშე
ძირითადი ინგრედიენტები:
- ქოქოსის ზეთი - ეთერზეთოვანი მჟავები ატენიანებს და კვებავს მშრალ თმას
- ავოკადოს ზეთი - ამარაგებს თმას ჯანსაღი ცხიმებითა და ამინომჟავებით, ატენიანებს თმას და მატებს მას სიმტკიცეს
- ნუშის ზეთი - ამარაგებს თმას E ვიტამინით, რითიც ანიჭებს მას სირბილესა და ბზინვარებას
განკუთვნილია: ხვეული და ხუჭუჭა, ბუნებრივად ტალღოვანი ან უსწორმასწორო ტექსტურის მქონე თმისთვის
როგორ გამოვიყენოთ:
- გადაინაწილეთ 69 Pro Active კრემის 2-3 ჩამოსხმა ხელებზე
- შეიზილეთ მცირედით შემშრალ თმაზე შუიდან თმის ბოლოებამდე, თითების დახმარებით მიეცით ფორმა ხვეულებს
- გაიშრეთ ცხელი ჰაერის გამოყენებით თუკი ხვეულების გააქტიურება გინდათ, უფრო თავისუფალი ხვეულების მისაღებად კი გაიშრეთ ჰაერზე
შემადგენლობა: აკვა (წყალი), C12-15 ალკილის ბენზოატი, ცეტერილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, ცეტილის სპირტი, ცეტერილ ეთილჰექსანოატი, პეგ-20 სტეარატი, ფენოქსიეთანოლი, პარფიუმი (არომატები(დანამატი), დიმეტიკონი, პოლიკვატერნიუმი 55, გლიცერილის კაპრილატი, ცეტრიმონიუმის ქლორიდი, ქლორფენეზინი, პოლიკვატერნიუმი -7, კაპრილილ გლიკოლი, ტოკოფერილ აცეტატი, კუმარინი, სტეარილის სპირტი, მირისტილ სპირტი, ლინალოოლი, ტკბილი ნუშის ზეთი, Persea Gratissima (ავოკადოს) ზეთი, Olea Europaea (ზეითუნის) ზეთი, ლაურილის სპირტი, ჰიდროგენირებული ქოქოსის ზეთი, ალფა-იზომეთილ იონონი, ლიმონენი, ცინამალი, პანთენოლი, ნატრიუმის ბენზოატი, ევგენოლი, როზა დამასცენას ექსტრაქტი, ლიმონის მჟავა.