BIOTOP 700 კერატინი+ კალე თმის შრატი 65მლ

700 კერატინი + კალე თმის შრატი არის მსუბუქი და უცხიმო თმის მოვლის საშუალება ჩამობანის გარეშე. იგი ხელს უწყობს დაზიანებული ან აბურდვისკენ მიდრეკილი თმის გაძლიერებას, აღდგენასა და სიგლუვეს. ეს დამატენიანებელი ეფექტის მქონე შრატი გამოიყენება როგორც სველ, ისე მშრალ თმაზე. ის ატენიანებს და არბილებს თმის კუტიკულას კერატინისა და კალეს დახმარებით, ხელს უშლის თმის აბურდვას, დაზიანებასა და გაყოფილი ბოლოების გაჩენას. ის ასევე გამოირჩევა სითბოს და ულტრაიისფერი სხივებისაგან დაცვის ეფექტით.

მთავარი უპირატესობები

  • ღრმად ატენიანებს თმას, რათა მაქსიმალურად რბილი და გლუვი გახადოს
  • ავსებს კერატინის მარაგს და თმას უფრო ძლიერსა და ელასტიურს ხდის
  • ხელს უწყობს დაზიანებული თმის აღდგენასა და დარბილებას
  • ამარაგებს თმას დამატენიანებელი ზეთებით ჯანსაღი ვიზუალისა და ბზინვარებისთვის
  • არ აზიანებს თმის ფერს
  • შექმნილია SLS, SLES, პარაბენების, ნატრიუმის ქლორიდისა და ცხოველებზე დატესტვის გარეშე
  • ავსებს კერატინის დაცლილ მარაგს
  • აძლიერებს და არბილებს თმის კუტიკულას
  • ებრძვის თმის აბურდვას და ამცირებს გაყოფილ ბოლოებს
  • აწესრიგებს აბურდულ თმის ღერებს
  • ხელს უწყობს თმის უჯრედების გაახალგაზრდავებას
  • მდიდარია A, C და K ვიტამინებით, რითიც ეხმარება თმას ჯანსაღ ზრდაში

ძირითადი ინგრედიენტები

ჰიდროლიზებული კერატინი

კალეს ექსტრაქტი

განკუთვნილია: უხეში, ქიმიურად დამუშავებული, დაზიანებული, გამომშრალი ან აბურდული თმისთვის

როგორ გამოვიყენოთ

  • თმის საშრობით გაშრობამდე: თმის სიგრძის მიხედვით ჩამოისხით პროდუქტის საჭირო რაოდენობა ხელებზე და თანაბრად გადაანაწილეთ სველ თმაზე. გაიშრეთ და მიეცით თმას სასურველი ფორმა
  • მშრალ თმაზე საბოლოო შტრიხად გამოყენებისას: წაისვით მცირე რაოდენობით თმის შუა ნაწილიდან ბოლოებამდე, რათა თავიდან აიცილოთ თმის აბურდვა და თმა უფრო გლუვი და მორჩილი გახადოთ. შემადგენლობა: ციკლოპენტასილოქსანი, დიმეთიკონი, დიმეთიკონოლი, ციკლოჰექსაზილოქსანი, იზოპროპილ მირისტატი, ალკოჰოლის დენატი (ალკოჰოლი SD-40), პარფიუმი (სურნელოვანი დანამატი), ჰექსილ ცინამალი, ლიმონენი, ლინალოოლი, აკვა (წყალი), გერანიოლი, ბენზილის სალიცილატი, ბუტილენ გლიკოლი, ჰიდროლიზებული კერატინი, ციტრალი, ტოკოფერილ აცეტატი, რეტინილ პალმიტატი, 1,2-ჰექსანდიოლი, Brassica Oleracea Acephala (კალეს) ფოთლის ექსტრაქტი, ნატრიუმის ბენზოატი, დიკალიუმის EDTA

BRAND:
BIOTOP
7290019419433
189 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები