LEONOR GREYL ვარცხნილობის კრემი ტექსტურისთვის, თმის კონდიცირებისა და მოწესრიგებისთვის

ისტორია

Éclat Naturel შეიქმნა 1987 წელს, რთულად დასამორჩილებელი და ძალიან მშრალი თმისთვის. ის არის ტექსტურირებული კრემი ვარცხნილობისთვის, რომელიც იმორჩილებს დაუმორჩილებელ თმას და დატენიანებასთან ერთად, შესამჩნევად აუმჯობესებს მის ხარისხს. იმ პერიოდში, როდესაც თმის პროდუქტები ბზინვარებისა და ერთმანეთში ახლართული თმის მოსაწესრიგებლად საკმაოდ ბევრ სილიკონს შეიცავდა, ჟან-მარი გრეილმა ულტრა დამატენიანებელი თვისებით სავსე ბოტანიკურ ზეთებსა და შიის კარაქს მიმართა. სწორედ ასე შეიქმნა თმის მოვლის საშუალება ჩამობანის გარეშე, რომელიც ხვეული ან ძალიან მშრალი თმისთვისაა განკუთვნილი. Éclat Naturel ასევე იდეალური პროდუქტია თმის სტილისტებისთვის და  მსოფლიოს მასშტაბით ის არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა.

THE +

•ხელოვნური დანამატების გარეშე

სასარგებლო თვისებები

•ატენიანებს და მყისიერად არბილებს თმას
•არბილებს და ფორმას აძლევს თმას მთელ სიგრძეზე •აძლიერებს ბზინვარებას
•იცავს თმას მზისგან, სიცხისგან და აბურდვისგან

გამოყენების წესები

•გამოიყენეთ მცირე რაოდენობით და გაახურეთ ხელისგულებს შორის სველ თმაზე დადებამდე
•საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ მეტი რაოდენობით
•ხელების ან სავარცხლის მეშვეობით, დაიდეთ სწორ თმაზე კლასიკური ან თქვენთვის სასურველი ფორმის მისაცემად
•ხვეული ეფექტის მისაღებად, დაიხვიეთ თმა თითებზე და მიეცით მას ფორმა
•არ ჩამოიბანოთ

პროფესიონალური რჩევა

•თმის მეტად კონტროლისა და გამაგრებისთვის Gel a l’Hibiscus-ს შეურიეთ კრემი
•ჩადეთ ჩანთაში და გამოიყენეთ დღის შუა მონაკვეთში თმების სწრაფად მოსაწესრიგებლად
•იდეალურია თმის დაცვისთვის ფრენის წინ

მოცულობა: 50 მლ


BRAND:
LEONOR GREYL
3450870021136
99 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები