it's a 10 Miracle პრიალა ეფექტის შამპუნი
სრულყოფილი ბზინვარება იწყება საშხაპიდანვე. თუ არ გაქვთ დრო ათობით დამატებითი პროდუქტის გამოსაყენებლად თმის გაშრობამდე ან უბრალოდ გინდათ, რომ თქვენი თმა უფრო ბზინვარე გახდეს, მაშინ It’s a 10 Miracle Blow dry პრიალა თმის ეფექტის მქონე შამპუნი ძალიან მოგეწონებათ. ეს უახლესი ტექნოლოგია ამარტივებს თმისთვის თვალისმომჭერელი ბზინვარების მინიჭებას.
უბრალოდ აიქაფეთ მასა და დაიბანეთ თმა ჩვეულებისამებრ. შამპუნის სპეციალიზებული პროფესიონალური ფორმულა ინტენსიურად მოამარაგებს თქვენს თმას ბზინვარების გამაძლიერებელი ნივთიერებებით, რომლებიც პარალელურად იცავენ ფერს გახუნებისგან, არბილებენ თმის ღერებს, მატებენ მოცულობას, აწესრიგებენ ერთმანეთში ახლართულ თმებს და ხდიან თმას ნაკლებად მტვრევადს. გააოცეთ ყველა პრიალა, მბზინავი თმითა და აბრეშუმისებრი ტექსტურით - ამ ნაზი, ყოველდღიური გამოყენების გამწმენდი შამპუნის დახმარებით.
ამ დრამატული და გასაოცარი ბზინვარების მიღება შესაძლებელი ხდება It’s a 10 Miracle Blow dry პრიალა ეფექტის შამპუნში შემავალი ისეთი მაღალეფექტური ნივთიერებების საშუალებით, როგორებიცაა:
ინკას თხილის ზეთი
ომეგა სამი ცხიმოვანი მჟავებით გამდიდრებული ეს ინტენსიური მოქმედების ბუნებრივი ზეთი აღწევს თმის ღერებში, იცავს მათ დაზიანებისგან და აღადგენს თმის ტენიანობასა და ბზინვარებას.
აკრილატების კოპოლიმერი
მაღალი სიმტკიცის დამატენიანებელი და ფორმის მიმცემი ნივთიერება, რომელიც გარკ ეკვრის თმის ღერს და ფარავს მას გლუვი და პრიალა ტექსტურით მეტი ბზინვარებისთვის
პანთენოლი
მაღალეფექტური გამაძლიერებელი
ლინალული
მცენარეული არომატიზატორი და ფორმის მიმცემი
10 გასაოცარი სარგებელი:
- აძლევს თმას პრიალა ეფექტს
- მატებს მოცულობას
- არის მსუბუქი
- იცავს თმის ფერს
- იცავს თმას სიცხისგან
- არბილებს თმის ღერს
- აწესრიგებს ერთმანეთში ახლართულ თმის ღერებს
- აუმჯობესებს ელასტიურობასა და სიმტკიცეს
- გამოირჩევა მკვებავი მოქმედებით
- თმას ხდის ნაკლებ მტვრევადს
ჩვენი რჩევა: წაისვით სველ თმაზე და ნაზად შეიზილეთ, სანამ კარგად არ აქაფდება. დაიდეთ სკალპსა და თმის მთელ სიგრძეზე. საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ და გაიკეთეთ სასურველი ვარცხნილობა მეტად ბზინვარე შედეგით.
მოცულობა: 295 მლ