it's a 10 Miracle შამპუნი ხვეული თმისთვის
საუცხოო კულულები საშხაპიდანვე
რა მოხდება, რომ თქვენი ხუჭუჭა ან ხვეული თმა შხაპის მიღებისთანავე ბზინვარე და რბილი ყოფილიყო ტონა პროდუქტის გამოყენებისა თუ უსაშველოდ დიდი დროის დახარჯვის გარეშე? It's a 10 Miracle დამატენიანებელი შამპუნი ხვეული თმისთვის ყოველივე ამას შესაძლებელს ხდის. ჩვენი ღრმად დამატენიანებელი ფორმულა ღრმად აღწევს თმის ღერებში, ხელს უწყობს მათ გამაგრებასა და დალუქვას, რათა თმაზე ბზინვარე და სრულყოფილი შედეგი მიიღოთ. კარგად გამოკვეთილი, ნაკლებად მტვრევადი და აბურდული ხვეულები, რომლებიც დაცულია სიცხისგან, ნესტისა და გამაგრებისგან შამპუნის ყოველ გამოყენებასთან ერთად. მეტიც ჩვენი დამატენიანებელი შამპუნის უხვი ქაფი აშორებს ნივთიერებათა ნარჩენებს თმიდან და ხდის თმას უფრო მოძრავს მისი გამოშრობის გარეშე. რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში, თმა თავისთავად ხდება უფრო მოქნილი და ბზინვარე და უკეთ გემორჩილებათ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი სახის ვარცხნილობის კეთებისას.
10 სხვადასხვაგვარი სარგებელი ყველა ბოთლში:
1. შექმნილია ხვეული და ხუჭუჭა თმისთვის
2. უკეთეს ფორმას აძლევს ხვეულებს
3. აშორებს სხვა პროდუქტების ნარჩენებს
4. ასწორებს თმის აბურდულ ნაწილს
5. ამცირებს გაყოფილ ბოლოებს
6. აქვს დამატენიანებელი მოქმედება
7. იცავს თმას დაზიანებისგან
8. იცავს თმას ულტრაიისფერი სხივებისგან
9. უხვი და კრემისებური ქაფი
10. არ აზიანებს შეღებილ თმას
ჩვენი საავტორო ნაზავი:
- ავოკადოს ზეთი: აღადგენს თმას და ღრმად აკონდეცირებს მას
- ქოქოსის ზეთი: ხელს უწყობს თმისა და სკალპის დატენიანებას და პარალელურად ამცირებს თმის დაზიანებას
- შიის კარაქი: ხელს უწყობს თმის ღერების დარბილებასა და დატენიანებას
- მონოის ექსტრაქტი: ამშვიდებს სკალპს და აჯანსაღებს თმის ღერებს, იცავს მათ ულტრაიისფერი სხივებისგან და გარე დაზიანებისგან
ჩვენი საავტორო ფორმულა კვებავს თმას ვიტამინებით. სწორედ მათი საშუალებით ძლიერდება, რბილდება თმა და ხდება უფრო მარტივად მართვადი. ჩვენი ხვეული თმის კოლექცია აბალანსებს ტენიანობის დონეს და ხელს უწყობს თმის გაუმჯობესებას ყოველი გამოყენებისას, ყოველგვარი დამძიმებისა თუ პროდუქტის შერჩენის გარეშე.
პროფესიონალური რჩევა:
ნაზად შეიზილეთ It’s a 10 Miracle ხვეული თმის დამატენიანებელი შამპუნი თმაში თითების გამოყენებით. მასა მარტივად აქაფდება უხეში მოძრაობის გარეშეც. ჩამოიბანეთ ძირებიდან ბოლოებამდე და ნაზად გაწურეთ ზედმეტი წყალი თმიდან. გამოიყენეთ კონდიციონერი საჭიროებისამებრ.
მოცულობა: 295 მლ.