It's a 10 Miracle მოცულობის შამპუნი
ვინ თქვა, რომ ვერ გექნებათ ერთდროულად სუფთა და მოცულობითი თმა? ჩვენი Miracle მოცულობის შამპუნი შექმნილია იმისათვის, რომ სრულად გაათავისუფლოს თქვენი თმა დაბინძურებისა და თმის პროდუქტების ნარჩენებისგან და მაქსიმალურად გამოავლინოს მისი ბუნებრივი სილამაზე თუ მოცულობა. ჩვენი ფანების საყვარელი ფორმულა მსუბუქი და იდეალურია დელიკატური, სქელი, თხელი თუ მოკლე თმისთვის. ისიამოვნეთ სავსე და ბზინვარე თმით მისი დამძიმების გარეშე!
IT’S A 10 MIRACLE მოცულობის შამპუნი ასუფთავებს თმას და აჯანსაღებს სკალპს, რათა მასზე ბუნებრივად ბზინვარე და სიცოცხლისუნარიანი თმები წარმოიქმნას. ეს ყველაფერი კი პროდუქტში შემავალი შემდეგი ბუნებრივი ნივთიერებების დამსახურებაა:
სამკურნალო ტუხტის (ალთეს) ფესვის ექსტრაქტი: თმის მოვლის ამ ბუნებრივი წყაროდან თქვენი თმა იღებს უამრავ ისეთ სარგებელს, როგორიცაა: მოცულობის ზრდა, სისქე და მსუბუქი კონდიცირება თმის დამძიმების ან მასზე პროდუქტის შერჩენის გარეშე. ექსტრაქტი სკალპის გაღიზიანებისა და სიმშრალის შემცირების გზით სიმძიმის შეგრძნების გარეშე აჯანსაღებს თმას, რაც მას კიდევ უფრო მეტ მოცულობას მატებს.
ასაის ექსტრაქტი: აუმჯობესებს თმის გამძლეობას დაჭიმვისას და მატებს მას ბზინვარებას
გვირილის ექსტრაქტი: ნაზი, დამამშვიდებელი საშუალება თმისა და სკალპისთვის
მწვანე ჩაის ექსტრაქტი: აძლიერებს და აუმჯობესებს თმის მდგომარეობას მისი ანტიოქსიდანტებითა და მკვებავი ნივთიერებებით გამდიდრების გზით
ჰიდროლიზებული ბრინჯის პროტეინი: ჰაერივით მსუბუქი ფორმულა დაზიანებული თმის აღსადგენად და გასაძლიერებლად
ჰიდროლიზებული აბრეშუმი: აღადგენს თმის ბუნებრივი ტენიანობის ბალანსს, მატებს სიმტკიცესა და ბზინვარებას
მზესუმზირის ექსტრაქტი: ბუნებრივი მზისგან დამცავი საშუალება, რომელიც იცავს თმას გამოშრობისა და გახუნებისგან
10 გასაოცარი სარგებელი:
1) თმის მოცულობის ზრდა
2) თმის სისქის მატება
3) უფრო მოძრავი თმა
4) გამოშრობის საწინააღმდეგო ფორმულა
5) თმის ფერის დაცვა
6) ღრმა წმენდა
7) ბზინვარების მატება
8) უფრო მოქნილი და ძლიერი თმა
9) კვებავს თმას
10) თმა ხდება ნაკლებ მტვრევადი
მოცულობა: 295 მლ