it's a 10 Silk express miracle აბრეშუმის შამპუნი
It's a 10 Silk Express Miracle აბრეშუმის შამპუნი. სუფთა, კაშკაშა და აბრეშუმისავით გლუვი
მიანიჭეთ თქვენს თმას შეუდარებელი სირბილე და ბზინვარება, რომელიც აბრეშუმის შამპუნის გამოყენებას სდევს თან. It's a 10 Silk Express Miracle აბრეშუმის შამპუნი აძლიერებს და კვებავს თმას აბრეშუმის ძალით და გამოირჩევა ყოველდღიური გამოყენებისთვის შესაფერისი სიმსუბუქით. მასში შემავალი აბრეშუმის ცილების დახმარებით ვარცხნილობის კეთება ხდება უფრო მარტივი, მცირდება თმის გაშრობის დრო და თმა დაცულია სიცხით გამოწვეული დაზიანებისგან. შამპუნი ხურავს თმის ღერის გარსს, რაც თმებს ლამაზ ბზინვარებასა და სიმტკიცეს ანიჭებს. ბუნებრივი ექსტრაქტების კომბინაციის საშუალებით Silk Express შამპუნი ხდის თმას მყისიერად უფრო გლუვს, მართვადს და რბილს.
It's a 10 Silk Express Miracle აბრეშუმის შამპუნი განებივრებთ საუცხოო სისუფთავის შეგრძნებით შემდეგი ბუნებრივი ნივთიერებების გამოყენებით:
ჰიდროლიზებული აბრეშუმი: ადვილად შეწოვადი აბრეშუმის ცილის ფორმულა, რომელიც აღადგენს ტენიანობის ბუნებრივ ბალანსს თმაში და ანიჭებს მას სიმტკიცესა და ბზინვარებას
მზესუმზირის ექსტრაქტი: ბუნებრივი მზისგან დამცავი საშუალება, რომელიც იცავს თმას გამოშრობისა და ფერის გახუნებისგან
თეთრი თუთის ფოთლის ექსტრაქტი: ნაზი ბოტანიკური ზეთი, რომელიც გამოიყენება აბრეშუმის წარმოებაში
პალმის ზეთი: საკვები ნივთიერებებით მდიდარი მცენარეული ზეთი , რომელიც გამოირჩევა მაკონდიცირებელი მოქმედებით
პანთენოლი: მაღალეფექტური გამაძლიერებელი
ლინალული: მცენარეული არომატიზატორი და ფორმის მიმცემი.
10 გასაოცარი სარგებელი:
1) თმა ხდება აბრეშუმისებრი
2) აღადგენს თმის სიცოცხლისუნარიანობას
3) შეიცავს ბუნებრივ დამატენიანებელ ინგრედიენტებს
4) იცავს თმის ფერს
5) ანიჭებს თმას ახალგაზრდულ სიკაშკაშეს
6) მატებს ბზინვარებას
7) აუმჯობესებს თმის ელასტიურობას და სიმტკიცეს
8) კვებავს თმას
9) ხდის მას მარტივად დასამორჩილებელს
10) თმის ღერები ხდება ნაკლებ მტვრევადი
მოცულობა: 295 მლ