RAUSCH კვერცხის ზეთის მკვებავი შამპუნი

დანაზოგი 40%

მშრალი და მტვრევადი თმისთვის.

ნაზად ასუფთავებს და კვებავს მშრალ თმას. ხელს უშლის თმის გამოშრობას. ანიჭებს მოდუნებულ, მტვრევად თმას ელასტიურობასა და ბზინვარებას. გაჯერებულია ახალი შვეიცარიული ორგანული კვერცხის გულითა და ხორბლის მარცვლის ექსტრაქტით.

დეტალები

ეფექტური მოვლა მშრალი ან მზისგან დაზიანებული თმისთვის.

გამომშრალი ან მზისგან დაზიანებული თმა შეიძლება ჩალისმაგვარი და მოსაწყენი აღმოჩნდეს. მას სჭირდება ინტენსიური მოვლა დამცავი და მკვებავი ლიპიდებით ,გაუმჯობესებული ელასტიურობისა და ბზინვისთვის. ჩვენი Wheatgerm NOURISHING LINE ატენიანებს და იცავს თმას სიმშრალისგან. მისი აღმდგენი ინგრედიენტები აღადგენს თმის სტრუქტურას, ხდის თმას შესამჩნევად ბზინვარეს და ელასტიურს.

ჩვენ გვჯერა, რომ ლამაზი, ჯანსაღი თმა ძირებიდან იწყება. ჩვენი პროდუქცია შეიცავს ბუნებრივ მცენარეულ ნივთიერებებს, რომლებიც მოპოვებულია ჩვენი ნაზი შიდა მეთოდებით. ყვავილებისგან, ფოთლებისგან, ქერქისგან, ფესვებიდან თუ მთლიანი მცენარეებისგან, ჩვენი ყველა მცენარე იზრდება კონტროლირებად პირობებში. მოსავალს იღებენ ხელით, რომელიც შემდგომ  მუშავდება სუფთა ექსტრაქტებად. ამით, ჩვენი პროდუქციის ხანგრძლივი ეფექტურობის  გარანტიას გაძლევთ. შედეგი არის თმის მოვლის ყოვლისმომცველი სისტემა, რომელიც იყენებს მცენარეების ძალას თმის გასაუმჯობესებლად ძიებიდან ბოლოებამდე.


ხორბლის მკვებავი ხაზის სარგებელი:

• ინტენსიურად ატენიანებს თმას და იცავს გამოშრობისგან

• აჯანსაღებს და აღადგენს თმის სტრუქტურას

• ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს და კვებავს მზისგან დაზიანებულ თმას

• აღადგენს ელასტიურობას, მოქნილობასა და ბზინვარებას

 

გამოყენების წესი:

1) დაისხით თხილის ზომის ქაფი ხელებზე წყალთან ერთად.

2) ფრთხილად შეიზილეთ სველ თმასა და თავის კანზე.

3) კარგად ჩამოიბანეთ.

 

• განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის. თუმცა, ძალიან ხშირად დაბანამ შეიძლება თმა გამოშროს. ჩვენ გირჩევთ დაიბანოთ თმა კვირაში ორ-სამჯერ.

• ჩვენი შამპუნები ძალიან კონცენტრირებულია - ერთი ბოთლი შეიცავს საკმარის პროდუქტს 30–45 გამოყენებისთვის.

• ჭარბი ცხიმის ან სტილის პროდუქტების ნარჩენების შემთხვევაში, თმა შეიძლება მეორედ გაიწმინდოს ცოტა მეტი შამპუნით.

• რჩევა: გაუმჯობესებული დავარცხნისთვის, გირჩევთ გამოიყენოთ ჩამოსაბანი ან სპრეი კონდიციონერი ყოველ ჯერზე, როცა თმას დაიბანთ.

• შენიშვნა: ჩვენი თმის მოვლის საშუალებები თავისუფალია სილიკონისგან. როდესაც გადადიხართ სილიკონისგან თავისუფალ პროდუქტებზე, თქვენი თმა შეიძლება თავიდან ისევ დაზიანებული, მოსაწყენი ან მტვრევადი გამოჩნდეს. თმის სტრუქტურას გარკვეული დრო სჭირდება, რათა გაიხსნას და შეიწოვოს ღირებული საკვები ნივთიერებები, როგორიცაა ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტები.

 

შესაფერისია მშრალი, მზისგან დაზიანებული, მტვრევადი ან აბურდული თმისთვისა და

მშრალი სკალპისთვის.

ცხოველებზე ტესტირების გარეშე

არ შეიცავს პარაბენს და სილიკონს

pH 5.6

ძალიან ნაზად მოქმედებს კანზე

განვითარებული და დამზადებულია შვეიცარიაში

92% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტები

96% ბიოდეგრადირებადი

შენიშვნა: შეგიძლიათ შეურიოთ ჩვენი თმის მოვლის ყველა პროდუქტი თქვენი საჭიროებების შესაბამისად.

მოცულობა: 200 მლ

BRAND:
RAUSCH
7621500110353
100 
60 
დანაზოგი: 40 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები