RAUSCH ტირიფის ქერქის სამკურნალო შამპუნი

დანაზოგი 40%

ცხიმიანი ქერტლის, სიწითლისა და ქავილის დროს.

უზრუნველყოფს ხანგრძლივ გათავისუფლებს ქერტლისგან. ამსუბუქებს სიწითლეს და ქავილს, ამავდროულად უზრუნველყოფს თავის დაცვას ტილებისგან. ძვირფასი ტირიფის ქერქის ექსტრაქტით და თაიმის ზეთით.

დეტალები

ეფექტური ზრუნვა ცხიმიანი ქერტლის, სიწითლისა და ქავილის დროს.

ჩვენი Willow Bark TREATMENT LINE უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას ცხიმიანი ქერტლისგან. ცხიმიანი ქერტლის ფანტელები უფრო დიდია, ვიდრე მშრალი ფანტელები; ისინი ცხიმიანად იგრძნობიან, თავს,სკალპს და თმას ეკვრიან . მათ ჩვეულებრივ თან ახლავს ძლიერი სიწითლე და სკალპის ქავილი. Willow Bark TREATMENT LINE უზრუნველყოფს საოცარ დამამშვიდებელ ეფექტს. ის ასევე ხსნის სიწითლეს და ქავილს, არეგულირებს სკალპის ფუნქციებს და უზრუნველყოფს თავის  დაცვას ტილებისგან.

ჩვენ გვჯერა, რომ ლამაზი, ჯანსაღი თმა ძირებიდან იწყება. ჩვენი პროდუქცია შეიცავს ბუნებრივ მცენარეულ ნივთიერებებს, რომლებიც მოპოვებულია ჩვენი ნაზი შიდა მეთოდებით. ყვავილებისგან, ფოთლებისგან, ქერქისგან, ფესვებიდან თუ მთლიანი მცენარეებისგან, ჩვენი ყველა მცენარე იზრდება კონტროლირებად პირობებში. მოსავალს იღებენ ხელით, რომელიც შემდგომ  მუშავდება სუფთა ექსტრაქტებად. ამით, ჩვენი პროდუქციის ხანგრძლივი ეფექტურობის  გარანტიას გაძლევთ. შედეგი არის თმის მოვლის ყოვლისმომცველი სისტემა, რომელიც იყენებს მცენარეების ძალას თმის გასაუმჯობესებლად ძიებიდან ბოლოებამდე.


ტირიფის ქერქის სამკურნალო ხაზის უპირატესობებ:

• აშორებს ცხიმიან ქერტლს სკალპიდან

• ხსნის სიწითლეს და ქავილს

• უზრუნველყოფს თავის დაცვას ტილებისგან

• აცოცხლებს, ანაახლებს სკალპს

 

გამოყენების წესი:

1) დაისხით თხილის ზომის ქაფი ხელებზე წყალთან ერთად.

2) ფრთხილად შეიზილეთ სველ თმასა და თავის კანზე.

3) კარგად ჩამოიბანეთ.

 

• განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის. თუმცა, ძალიან ხშირად დაბანამ შეიძლება თმა გამოშრეს. ჩვენ გირჩევთ დაიბანოთ თმა კვირაში ორ-სამჯერ.

• ჩვენი შამპუნები ძალიან კონცენტრირებულია, ერთი ბოთლი შეიცავს საკმარის პროდუქტს 30–45 გამოყენებისთვის.

• ჭარბი ცხიმის ან სტილის პროდუქტების ნარჩენების შემთხვევაში, თმა შეიძლება მეორედ გაიწმინდოს ცოტა მეტი შამპუნით.

• რჩევა: გაუმჯობესებული სავარცხნისთვის, გირჩევთ გამოიყენოთ გამრეცხი ან სპრეი კონდიციონერი ყოველ ჯერზე, როცა თმას დაიბანთ.

• შენიშვნა: ჩვენი თმის მოვლის საშუალებები თავისუფალია სილიკონისგან. როდესაც გადადიხართ სილიკონისგან თავისუფალ პროდუქტებზე, თქვენი თმა შეიძლება თავიდან ისევ დაზიანებული, მოსაწყენი ან მტვრევადი გამოჩნდეს. თმის სტრუქტურას გარკვეული დრო სჭირდება, რათა გაიხსნას და შეიწოვოს ღირებული საკვები ნივთიერებები, როგორიცაა ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტები.

• შენიშვნა: ჩვენი პროდუქცია შექმნილია ხანგრძლივი ეფექტის შესაქმნელად. საწყისი შედეგების გამოვლენას შეიძლება დაახლოებით ორი კვირა დასჭირდეს.

შესაფერისია ყველა ტიპის თმისთვის

ცხიმიანი, ქერცლიანი, ქავილიანი ან გაწითლებული სკალპისთვის

ვეგანური

არ შეიცავს პარაბენს და სილიკონს

pH 5.6

ძალიან ნაზად მოქმედებს კანზე

განვითარებული და დამზადებულია შვეიცარიაში

92% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტები

96% ბიოდეგრადირებადი

შენიშვნა: შეგიძლიათ შეურიოთ ჩვენი თმის მოვლის ყველა პროდუქტი თქვენი საჭიროებების შესაბამისად.

• ხსნის ქავილს. მთელი Willow Bark TREATMENT LINE-ის გამოყენების შემდეგ კვირაში ორ-ოთხჯერ ორი კვირის განმავლობაში, ქავილი საგრძნობლად შემცირდა** 47%-ით. *

• დადასტურებულია, რომ ამცირებს ქერტლს. ქერტლის მნიშვნელოვანი შემცირება Willow Bark TREATMENT LINE-ის რამდენიმე გამოყენების შემდეგ.

• უზრუნველყოფს თავის დაცვას  ტილებისგან. გრძელვადიანი დაკვირვების ქვეშ მყოფი 2200 ტესტის მონაწილის 82%, რომლებსაც თავად არ ყავდათ ტილები, მაგრამ ჰქონდათ კონტაქტი ბავშვებთან, რომლებსაც ჰქონდათ, არ აღმოაჩნდათ  ტილები.

BRAND:
RAUSCH
მლ:
200 მლ
7621500119653
100 
60 
დანაზოგი: 40 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
  • View all options as list
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები