LEONOR GREYL ნაზი და მსუბუქი შამპუნი მოცულობისთვის
ისტორია
1982 წელს ლეონორ გრეილმა თმის მოვლის პროდუქციის ბაზარზე პირველი თაფლის შამპუნი გამოუშვა. თმის ყოველდღიური დაბანისთვის მსუბუქი შემადგენლობის მქონე ხსნარის ძებნისას, ჟან-მარი გრეილმა გადაწყვიტა, ლავანდის თაფლისა და ვარდის ექსტრაქტების შერწყმა, რომლებიც მათი დამცავი თვისებებისა და მცენარეული ცილების გამო, იდეალური საშუალებაა თმისთვის დამატებითი მოცულობისა და ბზინვარების მისაცემად. იგი შესამჩნევად ასაზრდოებს თმის სილამაზეს და განკუთვნილია მთელი ოჯახისთვის. შამპუნი au Miel ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია.
სასარგებლო თვისებები
•ანიჭებს თმას მოცულობას, სისრულესა და ბზინვარებას
•ყოველდღიური გამოყენებისთვის იდეალური, მსუბუქი შემადგენლობა
გამოყენების წესები
•კარგად დაისველეთ თმა
•გადაინაწილეთ შამპუნი ხელის გულებზე
•წაისვით პროდუქტი სკალპზე და შეიზილეთ, თანდათან დაამატეთ მცირე რაოდენობით წყალი, რათა მსუბუქი ქაფი წარმოიქმნას
•საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ
პროფესიონალური რჩევა
•შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც "გამწმენდი" შამპუნი თმის პროდუქტებში შემავალი სილიკონის გროვათა მოსაშორებლად
•თუ თმის კვირაში ერთხელ დაბანას ამჯობინებთ, საჭიროა პროდუქტის ორჯერ თანმიმდევრობით გამოყენება მტვრის, გამონაბოლქვის, მშრალი შამპუნების ან თმის მოვლის სხვა საშუალებებისაგან დარჩენილი მასის სათანადოდ მოსაშორებლად
•დამატებითი მოცულობისთვის, განაგრძეთ რუტინა Mousse au Lotus Volumatrice-ით - ვარცხნილობის მუსით მოცულობის გასაზრდელად, ალკოჰოლის შემცველობის გარეშე
მოცულობა: 120 მლ