LEONOR GREYL კონდიციონერი ფერის დაცვისა და ერთმანეთში გადახლართული თმის ღერების მოსაწესრიგებლად

ისტორია

ამ კონდიციონერის გამოშვების პერიოდში ქეროლაინ გრეილს სურდა, ჰქონოდა პროდუქტი, რომელიც ერთმანეთში ახლართულ თმის ღერებს ადვილად მოაწესრიგებდა და, ამავდროულად, თმის ფერსაც დაიცავდა. მისმა მეუღლემ და R&D-ის დირექტორმა, დევიდ თომას ბრუკსმა, რომელიც ამ ფორმულის შექმნაზე მუშაობდა, შემოიღო კონსერვანტების გარეშე მოქმედი, მცენარეული ექსტრაქტების სამეულითა და მაღალტექნოლოგიური ჰაერგაუმტარი ტუბით დამზადებული პროდუქტი. ეს ინოვაციური ფორმულა, თანამედროვე შეფუთვით, მარტივად გამოსაყენებელი და მყისიერი შედეგების მომტანი თმის მოვლის საშუალება გახდა. გამოშვებიდან მალევე Crème de Soin à l’Amarante-მ პუბლიკის ყურადღება და პრესტიჟული ჯილდოები დაიმსახურა.

THE +

•100%-ით ნატურალური კონსერვანტები
•ჰაერგაუმტარი ტუბი

სასარგებლო თვისებები

•იცავს თმის ფერს ულტრაიისფერი სხივებისგან გამოწვეული დაზიანებისგან, აქვს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი
•არბილებს თმას და ამცირებს მისი აბურდვის შანსს
•არ ამძიმებს თმას

გამოყენების წესები

•შამპუნით დაბანის შემდეგ შეიმშრალეთ თმა პირსახოცით და წაისვით კრემი ნაწილ-ნაწილ, თმის შუიდან ბოლოებამდე
•გაიჩერეთ 2-5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი კარგად ჩამოიბანეთ

პროფესიონალური რჩევა

•თმისთვის ფორმის მიცემის გასამარტივებლად, პროდუქტის ჩამობანისას გამოიყენეთ ფართო დიაპაზონით დაკბილული სავარცხელი •ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც თმაზე გასაჩერებელი საშუალება - დაუმორჩილებელი და აბურდული თმის მოსაწესრიგებლად (არბილებს თმას მისი დამძიმების გარეშე)

მოცულობა: 150 მლ



BRAND:
LEONOR GREYL
მლ:
150 მლ
3450870020405
215 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები