it's a 10 Miracle პრიალა ეფექტის კონდიციონერი
თმის კონდიცირება, რომელიც ნებისმიერი ვარცხნილობიდანაც ჩანს
მიუხედავად იმისა, რომ არაფერი აღემატება ახლადგამშრალ, დაყენებულ თმას, დღეების შემდეგ ისიც უსიცოცხლოდ და სუსტად გამოიყურება. ეს ყველაფერი არ ხდება მხოლოდ მაშინ, როცა It’s a 10 Miracle Blow dry პრიალა ეფექტის კონდიციონერს იყენებ. ეს უახლესი ტექნოლოგია და ყოველდღიური გამოყენების ფორმულა შექმნილია იმისათვის, რათა თქვენს თმას თვალისმომჭრელი ბზინვარება მიანიჭოს. ბზინვარების მისანიჭებლად ის ჯერ აღადგენს ტენიანობის დონეს, აძლიერებს თმას და ხდის მარტივად დასამორჩილებელს თმის ბევრჯერ დაყენების შემდეგაც კი. შამპუნის შემდეგ გამოსაყენებელი ეს უნაკლო კონდიციონერი აღადგენს გაყოფილ ბოლოებს, აწესრიგებს ერთმანეთში ახლართულ და აბურდულ თმებს, იცავს მას სიცხისა და ცხელი ჰაერის ნაკადისგან და, რაც მთავარია, ანიჭებს წარმოუდგენელ სიკაშკაშესა და ბზინვარებას. და რადგან ის ასეთი მმსუბუქია, თმაც არასოდეს გამოიყურება დამძიმებულად.
პროფესიონალური დონის დატენიანებისა და ბზინვარებისთვის It’s a 10 Miracle Blow dry პრიალა ეფექტის კონდიციონერში გამოყენებულია შემდეგი ნივთიერებები:
პანთენოლი
მაღალეფექტური გამაძლიერებელი
ლინალული
მცენარეული არომატიზატორი და ფორმის მიმცემი
ჰიდროლიზებული კინოა
ბუნებრივი მცენარეული ცილა, რომელიც აძლიერებს, ატენიანებს თმას და მატებს მას ბზინვარებას პროდუქტის ნარჩენის დატოვების გარეშე
გერანიოლი
ნემსიწვერასგან მიღებული ბუნებრივი არომატი
ციტრონელოლი
ლიმონის სურნელის მქონე ზეთი, რომელიც აძლიერებს თმას და იცავს მას გარე დაზიანებისა და დაბინძურებისგან
ჩვენი რჩევა: წაისვით თმის ძირებიდან ბოლოებამდე შამპუნის გამოყენების შემდეგ, დიდი რაოდენობით. გაიჩერეთ 3 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით, რაც მას ტენიანობის შენარჩუნებაში დაეხმარება. ჩამობანვის შემდეგ გაიკეთეთ სასურველი ვარცხნილობა.
10 გასაოცარი სარგებელი:
1. აღადგენს ტენიანობის ბალანსს
2. ანიჭებს თმას თვალისმომჭრელ ბზინვარებას
3. ქმნის აბრეშუმისებრ ტექსტურას
4. აქვს თერმოდამცავი ეფექტი
5. აწესრიგებს ერთმანეთში ახლართულ თმის ღერებს
6. იცავს თმის ფერს
7. ასწორებს აბურდულ თმას
8. აღადგენს გაყოფილ ბოლოებს
9. მატებს თმას სისქეს
10. არის მსუბუქი
მოცულობა: 295 მლ