It's a 10 Miracle ყოველდღიური კონდიციონერი
ჩვენი Miracle ყოველდღიური კონდიციონერი არის საუკეთესო საშუალება მშრალი, დაზიანებული ან შეღებილი თმისთვის. როდესაც კომბინირებულად იყენებთ It's 10 Miracle შამპუნს და Miracle Leave in-ს, შედეგი არის აბსოლუტურად მშვენიერი და სრულყოფილად ავსებს თქვენს ყოველდღიურ რუტინას. იქიდან გამომდინარე, რომ იგი ირეცხება ყოველი გამოყენების შემდეგ, თმა არასოდეს არის ცხიმიანი, მოსაწყენი ან დამძიმებული - არამედ ბზინვარე, ელასტიური და სიცოცხლით სავსე!
ჰიბისკუსის და მზესუმზირის თესლის ექსტრაქტის შემცველობის წყალობით თქვენ ყოველი შხაპის დროს ისეთი შეგრძნება გექნებათ თითქოს სპა-ში ხართ (თუნდაც უბრალოდ მიდიოდეთ ოფისში ან სკოლაში!). მიიღეთ სალონში ვიზიტის შესაბამისი ეფექტი სახლში, ჩვენი ყოველდღიური კონდიციონერით და სხვა ძლიერი პროდუქტებით.
ინგრედიენტები:
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინგრედიენტების სია შეიძლება შეიცვალოს გარკვეული დროის განმავლობაში. იმის დასადასტურებლად, რომ It's A 10 თმის მოვლის პროდუქტი შესაფერისია თქვენი პირადი გამოყენებისთვის, გთხოვთ, გადაამოწმოთ ინგრედიენტების სია, რომელიც შედის თქვენი პროდუქტის შეფუთვაზე.
კერატინის ამინომჟავები: თმის ბუნებრივი დამცავი კონცენტრირებული დოზა
მზესუმზირის თესლის ექსტრაქტი: სუპერ მსუბუქი ექსტრაქტი, რომელიც ხელს უწყობს თმის დარბილებას და ბზინვარებას
აბრეშუმის ამინომჟავები: ხელს უწყობს ბუნებრივი ტენიანობის ბალანსის აღდგენას, ამავდროულად ხელს უწყობს სიმტკიცეს და ბზინვარებას
მისი 10 საოცარი სარგებელი:
1) ხელს უწყობს თმის დატენიანებას
2) თმას ანიჭებს წარმოუდგენელ სირბილეს
3) ხელს უწყობს აბურდვების შემცირებას
4) პროდუქტის ნარჩენები არ რჩება თმაზე
5) ყოველდღიური გამოყენებისთვის
6) UV დაცვა ( ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა)
7) ხელს უწყობს სკალპის დატენიანებას
8) აღადგენს თმის ბზინვარებას
9) ძალას მატებს თმას
10) თმა ივარცხნება ძალიან მარტივად
გამოყენების წესი: შამპუნით დაბანის შემდეგ უხვად წაისვით მთელს თმაზე. გაიჩერეთ 2-დან 5 წუთის განმავლობაში. კარგად ჩამოიბანეთ.