MOROCCANOIL შეღებილი თმის კონდიციონერი

დანაზოგი 30%

დიდხანს შეინარჩუნეთ თმის ფერი თმის მთლიანობისა და ბზინვარების გაუმჯობესებასთან ერთად. PH ბალანსითა და სულფატების გარეშე დამზადებული შამპუნი ნაზად ასუფთავებს თმას და ამავდროულად ამცირებს თმის ფერთან ურთიერთმოქმედი ნივთიერებების შეწოვის პროცესს. სპეციალური ტექნოლოგიის დახმარებით, ის ასევე უზრუნველყოფს ფერის შენარჩუნების მაღალ ხარისხს. პროდუქტში შემავალი ArganID™ ხელს უწყობს თმის კუტიკულის დახურვას, რაც კეტავს ფერს მის შიგნით. ბროწეულის ექსტრაქტისა და მზისგან დამცავი ფორმულის სასარგებლო თვისებების გაერთიანებით მიღებული დამცავი ნაზავი ხელს უშლის თმის ფერის დაკარგვას და იცავს მას ნებისმიერი სახის გარე დაზიანებისგან. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა 90%-მა უკვე შენიშნა თმის ჯანსაღი ბზინვარება პროდუქტის მხოლოდ ერთხელ გამოყენების შემდეგ.*

დამზადებულია სულფატის, ფოსფატისა და პარაბენების გარეშე. ბოთლების შემადგენლობის 50% მოხმარების შემდგომ გადამუშავებული მასალაა. კომპანიას მინიჭებული აქვს PETA სერთიფიკატი, რაც ცხოველებისადმი მისი ჰუმანური მიდგომის დამადასტურებელია.

დადებითად დამუხტული მიკრო-კაფსულები იზიდავენ უარყოფითად დამუხტულ თმის ბოჭკოებს და თმის ქერქოვან შრეს არგანის ზეთის ანტიოქსიდანტური თვისებებით აჯერებენ. მათი მოქმედება ხელს უწყობს კუტიკულის აღდგენას, ჩაკეტვასა და უსწორმასწორო გარსის გასწორებას.

ფერის დამცავი ფარი იცავს თმას ფერის დაკარგვისგან და მზის სხივების ზემოქმედებისგან გამოწვეული გადახუნებისა თუ დაზიანებისგან.

პოლიფენოლების მაღალი დონისა და ფოტოდამცავი თვისებების წყალობით, ექსტრაქტი ხელს უწყობს კერატინის დაცვას გარემო აგრესორებისგან.

 მოცულობა: 250 მლ

BRAND:
MOROCCANOIL
7290113145870
112 
78 
დანაზოგი: 34 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები