RAUSCH ვირისტერფას ქერტლის საწინააღმდეგო ჩამოსაბანი კონდიციონერი

დანაზოგი 38%

მშრალი ქერტლისა და ქავილის დროს.

აძლიერებს ვირისტერფას ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნის ეფექტს. ატენიანებს და ამშვიდებს სკალპს.  მატებს ელასტიურობას და ბუნებრივ ბზინვარებას. გაჯერებულია ვირისტერფასა და ძირხვენას ფესვის ძვირფასი ექსტრაქტებით.

დეტალები

ეფექტური ზრუნვა მშრალი ქერტლისა და ქავილის დროს.

მშრალი, აქერცლილი ქერტლი არ არის თმის პრობლემა, ეს არის სკალპის პრობლემა. ქერტლს ხშირად თან ახლავს ქავილი, სიწითლე და თავის კანის სიმშრალე. ჩვენი Coltsfoot ANTI-DANDRUFF LINE შლის ქერტლს სკალპიდან ხანგრძლივი ეფექტით და განსაკუთრებით არბილებს მას, ამცირებს სიწითლეს და ქავილს. ის ამცირებს საფუარის მსგავსი სოკოების გამრავლებას, რომლებიც ხშირად იწვევენ ქერტლს მათი გადაჭარბებული ზრდის გამო. ლამაზი, ჯანსაღი თმისთვის ძირიდან ბოლოებამდე.

ჩვენ გვჯერა, რომ ლამაზი, ჯანსაღი თმა ძირებიდან იწყება. ჩვენი პროდუქცია შეიცავს ბუნებრივ მცენარეულ ნივთიერებებს, რომლებიც მოპოვებულია ჩვენი ნაზი შიდა მეთოდებით. ყვავილებისგან, ფოთლებისგან, ქერქისგან, ფესვებიდან თუ მთლიანი მცენარეებიდან, ჩვენი ყველა მცენარე იზრდება კონტროლირებად პირობებში, მოსავალს იღებენ ხელით , რომელიც შემდგომ მუშავდება სუფთა ექსტრაქტებად. ამით ჩვენ ჩვენი პროდუქციის ხანგრძლივი ეფექტურობის  გარანტიას გაძლევთ. შედეგი არის თმის მოვლის ყოვლისმომცველი სისტემა, რომელიც იყენებს მცენარეების ძალას თმის გასაუმჯობესებლად ძიებიდან ბოლოებამდე.


ვირისტერფას  ქერტლის საწინააღმდეგო ხაზის უპირატესობებ:

• აშორებს ქერტლს ხანგრძლივი ეფექტით

• მცენარეული, ნაზი და რბილი

• ამშვიდებს და არეგულირებს სკალპს

გამოყენების წესი:

1) თმის დაბანის შემდეგ წაისვით კაკლის ზომის ჩამოსაბანი კონდიციონერი სველ სკალპზე.

2) დაელოდეთ პროდუქტს იმოქმედოს ორი-სამი წუთის განმავლობაში.

3) კარგად ჩამოიბანეთ.

 

• განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

• შენიშვნა: ჩვენი თმის მოვლის საშუალებები თავისუფალია სილიკონისგან. როდესაც გადადიხართ სილიკონისგან თავისუფალ პროდუქტებზე, თქვენი თმა შეიძლება თავიდან ისევ დაზიანებული, მოსაწყენი ან მტვრევადი გამოჩნდეს. თმის სტრუქტურას გარკვეული დრო სჭირდება, რათა გაიხსნას და შეიწოვოს ღირებული საკვები ნივთიერებები, როგორიცაა ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტები.

• შენიშვნა: ჩვენი პროდუქცია შექმნილია ხანგრძლივი ეფექტის შესაქმნელად. საწყისი შედეგების გამოვლენას შეიძლება დაახლოებით ორი კვირა დასჭირდეს.

 

შესაფერისია ყველა ტიპის თმისთვის

მშრალი, ქერცლიანი, ქავილიანი ან გაწითლებული სკალპისთვის

ცხოველებზე ტესტირების გარეშე

ვეგანური

არ შეიცავს პარაბენს და სილიკონს

ძალიან ნაზად მოქმედებს კანზე

განვითარებული და დამზადებულია შვეიცარიაში

98% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტები

94% ბიოდეგრადირებადი

შენიშვნა: შეგიძლიათ შეურიოთ ჩვენი თმის მოვლის ყველა პროდუქტი თქვენი საჭიროებების შესაბამისად.

დადასტურებულია, რომ ამცირებს ქერტლს. ასევე დადასტურებულია, რომ ვირისტერფას ქერტლის საწინააღმდეგო ჩამოსაბანი კონდიციონერი აძლიერებს ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნის ეფექტს - ორივე პროდუქტის კომბინაციის გამოყენება კვირაში სამჯერ, ოთხი კვირის განმავლობაში, ქერტლს მნიშვნელოვნას ამცირებს -66%-ით.


BRAND:
RAUSCH
მლ:
30 მლ
76215773
16 
10 
დანაზოგი: 6 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
  • View all options as list
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები