it's a 10 ხვეული თმის გელისებური ზეთი

როცა ხვეულები ხვდება თმის კონტროლს

თმის ბზინვარება და სირბილე არ უნდა იყოს წარმოუდგენელი ოცნება. It's 10 Miracle ხვეული თმის გელისებური ზეთით ყოველივე ეს რეალობაა, განურჩევლად თქვენი ვარცხნილობისა თუ სტილისა. პროდუქტში შემავალი ინტენსიური ბუნებრივი დამატენიანებლები მსუბუქად ეკვრიან გარს თმის თითოეულ ღერს და მას პრიალა და გლუვ შესახედაობას აძლევენ. წესრიგდება თმის აბურდული ნაწილები და ტენი ილუქება თმის ღერის შიგნით, რათა თმა უფრო გაძლიერდეს და გაუმჯობესდეს ყოველ ჯერზე, როცა თქვენ It's 10 Miracle ხვეული თმის გელისებური ზეთს იყენებთ. სულერთია, რა გსურთ - ბუნებრივი ხვეულების გამოჩენა თუ ახალი თმის სტილის ჩვენება, ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ სალონში მიღებული ხარისხის მსგავსი თმის ბზინვარება და კონტროლი მუდამ გარანტირებული გექნებათ.

10 სხვადასხვაგვარი სარგებელი ყოველ ბოთლში:

  • ფორმას აძლევს ხვეულებს თმის დამძიმების გარეშე
  • ანიჭებს თმას სიკაშკაშეს
  • ხვეულები ხდება რბილი და შეხებადი
  • ამცირებს თმის გაყოფილ ბოლოებს
  • ასწორებს აბურდულ თმას
  • აძლიერებს თმის ღერებს
  • შესანიშნავად აწესრიგებს ნაწნავებს
  • ამშვიდებს სკალპს
  • საშუალოდ აფიქსირებს ვარცხნილობას
  • გამოირჩევა მკვებავი მოქმედებით

ჩვენი საავტორო ნაზავი:

  • ავოკადოს ზეთი: აღადგენს თმას და ღრმად აკონდეცირებს მას
  • ქოქოსის ზეთი: ხელს უწყობს თმისა და სკალპის დატენიანებას და პარალელურად ამცირებს თმის დაზიანებას
  • შიის კარაქი: ხელს უწყობს თმის ღერების დარბილებასა და დატენიანებას
  • მონოის ექსტრაქტი: ამშვიდებს სკალპს და აჯანსაღებს თმის ღერებს, იცავს მათ ულტრაიისფერი სხივებისგან და გარე დაზიანებისგან

ჩვენი საავტორო ფორმულა კვებავს თმას ვიტამინებით. სწორედ მათი საშუალებით ძლიერდება, რბილდება თმა და ხდება უფრო მარტივად მართვადი. ჩვენი ხვეული თმის კოლექცია აბალანსებს ტენიანობის დონეს და ხელს უწყობს თმის გაუმჯობესებას ყოველი გამოყენებისას, ყოველგვარი დამძიმებისა თუ პროდუქტის შერჩენის გარეშე.

პროფესიონალური რჩევა:

თანაბრად გადაანაწილეთ მასა სუფთა, სველ თმაზე. გაიშრეთ თმა ჰაერზე ან დიფუზორით იდეალური ხვეულების მისაღებად.

მოცულობა:

148 მლ

BRAND:
IT'S A 10
850011058213
68 
არ არის გაყიდვაში
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები