MOROCCANOIL სამოგზაურო ნაკრები 2023 დატენიანება

შეხვდით თქვენს ახალ დატენიანების რეჟიმს. ეს სამოგზაურო ზომის ნაკრები მოიცავს ჩვენს დამატენიანებელ შამპუნს, კონდიციონერს, ბზინვარების გამაძლიერებელ Moroccanoil-ის ზეთსა და მკვებავ ხელის კრემს. ოთხივე პროდუქტი გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით მდიდარი არგანის ზეთით და არომატიზირებულია Moroccanoil-ის საფირმო სურნელით. პროდუქცია წარმოდგენილია სასაჩუქრე კოსმეტიკურ ჩანთაში.

 

კომპლექტში შედის:

დამატენიანებელი შამპუნი (2.4 Fl Oz/ 70 მლ):  ნაზი, ყოველდღიური გამოყენების შამპუნი, რომელიც მყისიერად ატენიანებს ყველანაირი ტიპის თმას.

დამატენიანებელი თმის კონდიციონერი (2.4 Fl Oz/ 70 მლ): მკვებავი, ყოველდღიური გამოყენების კონდიციონერი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ტიპის თმის ხელსაყრელ და ოპტიმალურ დატენიანებას.

Moroccanoil-ის ზეთი (0,85 Fl Oz/ 25 მლ): პირველი საყრდენი თმის მოვლისა და ვარცხნილობის კეთებისას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას - როგორც კონდიცირებისა და თმის მოწესრიგების, ისე სტილისა და ბზინვარების მიმცემ საშუალებად. დამოუკიდებელი კვლევის მიხედვით, Moroccanoil ზეთის მხოლოდ ერთი დადება თმის ბზინვარებას 118%-მდე ზრდის.

Fragrance Originale ხელის კრემი (1,35 Fl Oz/40 მლ): მკვებავი, მაგრამ სწრაფად შეწოვადი დამატენიანებელი კრემი არგანის ზეთით, ჰიალურონის მჟავითა და კაკაოსა და შიის კარაქთა ნაზავით.

დამატენიანებელი შამპუნი: შეიზილეთ სველ თმასა და სკალპზე, შემდეგ კი გულდასმით ჩამოიბანეთ.

დამატენიანებელი კონდიციონერი: შამპუნით დაბანის შემდეგ მოაშორეთ თმას ზედმეტი წყალი და წაისვით კონდიციონერი თმის შუა ნაწილიდან ბოლოებამდე.

Moroccanoil-ის ზეთი: წაისვით მცირე რაოდენობით თმის შუა ნაწილიდან ბოლოებამდე.

Fragrance Originale ხელის კრემი: წაისვით მცირე რაოდენობით სუფთა ხელებსა და კუტიკულებზე ყოველდღიურად, საჭირო სიხშირით. 


ბრენდი:
MOROCCANOIL
7290116971438
220 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები