MOROCCANOIL სამოგზაურო ნაკრები 2023 მოცულობა

შეხვდით თქვენს ახალ თმის მოცულობის გაზრდის რეჟიმს.ეს სამოგზაურო ზომის ნაკრები მოიცავს ჩვენს ექსტრა მოცულობის შამპუნს, კონდიციონერს, ბზინვარების გამაძლიერებელ Moroccanoil-ის ზეთსა და მკვებავ ხელის კრემს. ოთხივე პროდუქტი გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით მდიდარი არგანის ზეთით და არომატიზირებულია Moroccanoil-ის საფირმო სურნელით. პროდუქცია წარმოდგენილია სასაჩუქრე კოსმეტიკურ ჩანთაში.

კომპლექტში შედის:

ექსტრა მოცულობის შამპუნი (2.4 Fl Oz/ 70 მლ): მსუბუქი, უწონო შამპუნი, რომელიც ნაზად ასუფთავებს და ანიჭებს მოცულობას თხელ და სუსტ თმასაც კი.

ექსტრა მოცულობის კონდიციონერი (2.4 Fl Oz/ 70 მლ): აძლევს თმას მოცულობას და ხსნის და აწესრიგებს ერთმანეთში გადახლართულ თმის ღერებს. თმა ხდება ბზინვარე და ადვილად მართვადი მისი დამძიმების გარეშე.

Moroccanoil-ის ზეთი (0,85 Fl Oz/ 25 მლ): პირველი საყრდენი თმის მოვლისა და ვარცხნილობის კეთებისას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას - როგორც კონდიცირებისა და თმის მოწესრიგების, ისე სტილისა და ბზინვარების მიმცემ საშუალებად. დამოუკიდებელი კვლევის მიხედვით, Moroccanoil ზეთის მხოლოდ ერთი დადება თმის ბზინვარებას 118%-მდე ზრდის.

Fragrance Originale ხელის კრემი (1,35 Fl Oz/40 მლ): მკვებავი, მაგრამ სწრაფად შეწოვადი დამატენიანებელი კრემი არგანის ზეთით, ჰიალურონის მჟავითა და კაკაოსა და შიის კარაქთა ნაზავით.

ექსტრა მოცულობის შამპუნი: შეიზილეთ სველ თმასა და სკალპზე, შემდეგ კი გულდასმით ჩამოიბანეთ.

ექსტრა მოცულობის თმის კონდიციონერი: შამპუნით დაბანის შემდეგ მოაშორეთ თმას ზედმეტი წყალი და წაისვით კონდიციონერი თმის შუა ნაწილიდან ბოლოებამდე.

Moroccanoil-ის ზეთი: წაისვით მცირე რაოდენობით თმის შუა ნაწილიდან ბოლოებამდე.

Fragrance Originale ხელის კრემი: წაისვით მცირე რაოდენობით სუფთა ხელებსა და კუტიკულებზე ყოველდღიურად, საჭირო სიხშირით.

 


ბრენდი:
MOROCCANOIL
7290116971445
220 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები