Leonor Greyl გათხელებული თმის სიღრმისეული მკურნალობა
COMPLEXE ÉNERGISANT - გათხელებული თმის სიღრმისეული მკურნალობა
არ შეიცავს ალკოჰოლს
არ აშრობს თმას
მაქსიმალურად ეფექტურად ებრძვის თმის გათხელებისა და თმის ცვენის ყველა ფაქტორს
აქვს B2 ვიტამინით გამდიდრებული ფორმულა, რომელიც ხელს უწყობს თმის ხელახალ ზრდას
არ ამძიმებს თმას
ამცირებს თმის ცვენას 85%-ით
განკუთვნილია: ყველა ტიპის თმისთვის.
150 მლ - 5 ფლ. უნცია
აღწერა :
ეს ვეგანური, 95%-ით ბუნებრივი აქტიური ინგრედიენტებით დამზადებული თმის მოვლის უნიკალური საშუალება პირდაპირ მოქმედებს სკალპზე. COMPLEXE ÉNERGISANT იყენებს საფუარსა და ამინო მჟავებით (აკაცია, მიმოზა, წყალმცენარეებით) გამდიდრებულ მცენარეულ ექტრაქტებს, რათა მისი წასმის შემდეგ თმა უფრო მოცულობითი, ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი გახდეს. შესაძლებელია პროდუქტის ყოველდღიურად მოხმარება - მშრალ თმაზე ან შამპუნით დაბანის შემდეგ.
გამოყენების წესები:
წაისვით ხაზებად სუფთა სკალპზე და შეიზილეთ ერთი წუთის განმავლობაში. არ ჩამოიბანოთ.
გამოიყენეთ ყოველდღიურად, თმის ცვენის ფაზაში ან სეზონების ცვლილების დროს, შემდეგ კი თანდათანობით შეამცირეთ მისი მოხმარება.
პროფესიონალური რჩევა:
შედეგების გასაუმჯობესებლად პროდუქტი სკალპზე სპეციალური ფუნჯის გამოყენებით ან თავის უკან გადაწევის დროს წაისვით, რათა ხელი შეუწყოთ სისხლის მიმოქცევას.
ისტორია:
Complexe Energisant დამზადდა 1984 წელს თმის გათხელების გამომწვევ ფაქტორებთან საბრძოლველად. ის შეიცავს ბუნებრივი ექსტრაქტების ნაერთებს, რომლებიც სკალპზე თმის გამამაგრებელი ეფექტით გამოირჩევა. 1980-იანი წლების დასაწყისში ბაზარზე არსებული თმის გამაძლიერებელი პროდუქტები, როგორც წესი, ალკოჰოლს შეიცავდა. მიუხედავად ამისა, ჟან-მარი გრეილი თავისი ღირებულებების ერთგული დარჩა და თმის შეთხელებასთან ეფექტურად საბრძოლველად მხოლოდ მცენარეების ძალის გამოყენება არჩია.