Leonor Greyl მაცოცხლებელი შრატი შეთხელებული თმისთვის
SÉRUM ÉNERGISANT (მაცოცხლებელი შრატი) - მაცოცხლებელი შრატი გათხელებული თმისთვის
აძლიერებს თმის ბოლქვს და იცავს მის ბოჭკოებს
აქვს თმის დაბერებისა და გაჭაღარავების საწინააღმდეგო მოქმედება
აღადგენს სკალპის ბალანსს
დაბინძურების საწინააღმდეგო მოქმედების შედეგად ასუფთავებს თმას
მატებს მას ბზინვარებასა და სიმკვრივეს
გამოირჩევა კონცენტრირებული, გაძლიერებული ფორმულით
არ შეიცავს ალკოჰოლს, არ აშრობს თმას
დამტკიცებული შედეგები:
ამცირებს თმის ცვენას და ხელს უწყობს მის ხელახლა ზრდას.
პროდუქტის 15 დღის განმავლობაში მოხმარების შედეგად თმის სიჯანსაღე და სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესება ცხადად შესამჩნევი ხდება.
3 თვის განმავლობაში გამოყენების შემდეგ თმის ცვენა ნელდება და თმა უფრო მკვრივი ხდება.
10-დან 8 მომხმარებელი ამ შრატს საყვარელ ადამიანსაც ურჩევს. *წყარო: მონაცემების თვითანალიზი მამაკაცებსა და ქალებზე.
50 მლ – 1.6 ფლ.უნცია
აღწერა:
სკალპის ეს 99%-ით ვეგანური და ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებული შრატი ჩამობანვის გარეშე მოქმედებს. ესაა გაძლიერებული ფორმულის მქონე, უალკოჰოლო და უცხიმო საშუალება, რომელიც ამცირებს თმის ცვენას. პერუს მაკის ფესვები და ნეპალური ხურტკმელის ექსტრაქტი აღადგენს თმის ბოჭკოს სიძლიერეს, დრეკადობასა და ბზინვარებას. ÉNERGISANT შრატი თავისი დამაბალანსებელი და აღმდგენი მოქმედების წყალობით სიცოცხლის ახალი წყაროა.
გამოყენების წესები:
პიპეტის გამოყენებით დაიტანეთ შრატი სკალპსა და კონკრეტულად იმ ადგილებზე, სადაც თმა გცვივათ. შეიზილეთ ერთი წუთის განმავლობაში და არ ჩამოიბანოთ.
თმის ინტენსიურად ცვენის პრობლემის შემთხვევაში წაისვით შრატი კვირაში 2-3-ჯერ ზედიზედ ორი-სამი თვის განმავლობაში, შემდეგ კი თანდათან შეამცირეთ მოხმარების სიხშირე.
პროფესიონალური რჩევა:
შედეგების გასაუმჯობესებლად პროდუქტი სკალპზე სპეციალური ფუნჯის გამოყენებით ან თავის უკან გადაწევის დროს წაისვით, რათა ხელი შეუწყოთ სისხლის მიმოქცევას.
ისტორია:
მას შემდეგ, რაც ქეროლინ გრეილმა თმის ცვენის პრობლემასთან დაკავშირებით თავისი მომხმარებლების პრობლემები მოისმინა, ქმარს, დევიდ ბრუკს, ულტრაკონცენტრირებული ფორმულის დამზადება სთხოვა. ისეთი საშუალების მისაღებად, რომელიც თმას ტექსტურასა და სიმკვრივეს გააუმჯობესებდა, ბრუკმა ინოვაციური და ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტები შეარჩია. პარიზის ინსტიტუტში ამ ფორმულის გატესტვისას, პროდუქტმ მაშინვე მოიგო ექსპერტთა მთელი გუნდის გული, შრატი კი ბრენდის მაცოცხლებელი კომპლექტის იდეალური საბოლოო შტრიხი გახდა .